პრემიერ ლიგამ სიტი ფინანსური წესების მრავალგზის დარღვევაში დაადანაშაულა - საუბარია 100-ზე მეტ შემთხვევაზე
პრემიერ ლიგამ მანჩესტერ "სიტი" ფინანსური წესების მრავალრიცხოვან დარღვევაში დაადანაშაულა.
ინგლისის პრემიერ ლიგამ განაცხადა, რომ მან წარადგინა მანჩესტერ "სიტის" მიერ 2009/10 წლების სეზონიდან 2017/18 წლების სეზონამდე 100-ზე მეტი დარღვევა შესაბამის კომისიაში განსახილველად.
გამოძიება ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2009/10-დან 2017/18 წლამდე თითოეულ სეზონში, პრემიერ ლიგის განცხადების მიხედვით, მანჩესტერ "სიტი" არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, მანჩესტერ სიტი არ თანამშრომლობს პრემიერ ლიგასთან გამოძიებებში და არ წარმოუდგენია საჭირო დოკუმენტები, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის წესები ამას მოითხოვს.
ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართალწარმოება კონფიდენციალური იქნება და დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართალწარმოება კონფიდენციალური იქნება და დახურულ კარს მიღმა გაიმართება.