ავტორიზაცია

საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი თურქეთის სუპერ ლიგას ჩაეხსნა

საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი თურქეთის სუპერ ლიგას ჩაეხსნა
თარიღი 10 თებ 2023, 00:54
"ჰატაისპორი" თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თამაშს აღარ გააგრძელებს.

თურქეთის კლუბების კავშირის პრეზიდენტმა ალი კოჩმა განაცხადა, რომ "ჰატაისპორი", სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, თურქეთის სუპერ ლიგიდან მოეხსნა. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქული კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი და თანამშრომელი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. 

ბურაკ ოქსუზი, ბერტუქ ილდირიმი და ქერიმ ალიჩი და სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ და ოსმან ათესი გადაარჩინეს. ნანგრევების ქვეშ რჩებიან განაელი ნახევარმცველი კრისტიან ატსუ და სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი.

განცხადება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმედ ბუიუქქსიმ გაავრცელა.