დე ხეამ პრემიერ ლიგის ისტორიაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა, რომელმაც პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში "ლიდსის" წინააღმდეგ სასტარტოდან დაიწყო, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში 400 მატჩი ჩაატარა.
ამ შედეგს ესპანელმა 32 წლისა და 97 დღის ასაკში მიაღწია, იუწყება სტატისტიკური პორტალი Squawka.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც "წითელ ეშმაკებში" ფეხბურთელის დებიუტი შედგა (2011 წლის აგვისტოში), ესპანელმა უფრო მეტჯერ მოახერხა კარი მშრალად შეენახა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეკარეს (138).
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც "წითელ ეშმაკებში" ფეხბურთელის დებიუტი შედგა (2011 წლის აგვისტოში), ესპანელმა უფრო მეტჯერ მოახერხა კარი მშრალად შეენახა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეკარეს (138).