ტუხელის მდგომარეობა დამძიმდა! - რა შემთხვევაში დატოვებს გერმანელი სპეციალისტი ბაიერნს?

პარასკევს, "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩი "ფრაიბურგთან" ფრედ 2:2 ითამაშა.
ამრიგად, ტურის ბოლოს, თუ ლევერკუზენის "ბაიერი" თავის თამაშს მოიგებს "რეკორდმაისტერთან" უპირატესობას 10 ქულამდე გაზრდის.
გერმანული Sky-ის ცნობით, ტუხელი გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ლაციოსთან" საპასუხო მატჩისთვის მოამზადებს.
თუ "ბაიერნი" მეოთხედფინალში ვერ გავიდა, ტუხელი შესაძლოა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.