Goal.Ge

ბათუმის "დინამო" გალიდერდა - უმაღლესი ლიგა, 23-ე ტური



დღეს, საქართველოს ჩემპიონატის 8 მატჩი გაიმართა. აღსანიშნავი იყო ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" გამრჯვება. ორივე გუნდმა თბილისის "დინამო" უკან მოიტოვა და პირველი-მეორე ადგილი გაინაწილეს. დილა 1:0 სიონი 23-ე ტურის მატჩში გორის "დილამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გავიდა და ის გიორგი ერისთავმა გაიტანა. ამ გამარჯვებით გორელები მე-2 პოზიციაზე გადავიდნენ. ამჟამად, "დილას" და ბათუმის "დინამოს" 45-45 ქულა აქვთ. რაც შეეხება თბილისის "დინამოს", გორელები მათ 1 ქულით ასწრებენ. დინამო ბათუმი 1:0 სამტრედია საკმაოდ დაძაბული მატჩი გამართა ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" წინააღმდეგ. შეხვედრა, "ჩელე არენაზე" გაიმართა და ის ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში ერთადერთი გოლი საკუთარ კარში, ლევან კაკუბავამ გაიტანა. სწორედ კაკუბავამ მოაპოვებინა ბათუმელებს 3 ქულა და გაალიდერა უმაღლესის ცხრილში. თბილისის "დინამომ" "მერანს" ვერ მოუგო, რითიც ბათუმელებმა ისარგებლეს... მეტალურგი 1:3 შუქურა კვლავ დამარცხდა რუსთავის "მეტალურგი" შინაურ არენაზე. ამჯერად, რუსთაველები ქობულეთის "შუქურამ" დაამარცხა. აჭარლებმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნეს, კერძოდ კი გიორგი გურულმა მოახერხა "მეტალურგის" კარში პირველი გოლის გატანა. 54-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა, 59-ე წუთზე კი მალანიამ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა რუსთაველების კარში. საბოლოოდ 79-ე წუთზე ბარაბაძემ შეძლო ერთი გოლის გაქვითვა. "მეტალურგი" 1:3 დამარცხდა და უმაღლესის გასავარდნ ზონაში გადაინაცვლა. კოლხეთი 4:0 ზესტაფონი 23-ე ტურის მატჩში ფოთის "კოლხეთმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. ანგარიში 39-ე წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა. 62-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ჯიშკარიანმა გაზარდა. 76-ე წუთზე ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი ამბროლაძემ დასვა 79-ე წუთზე. ამ გამარჯვებით ფოთელებმა უმაღლესი ლიგის მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლეს. ცხინვალი 3:0 გურია ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ "ცხინვალმა" ნავსი გატეხა და შეძლო 3 ქულის მოპოვება. კახა კაჭარავას გუნდი "გურიას" შეხვდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი 73-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა, 79-ე წუთზე კაჭარავამ უკვე დუბლი გაიფორმა. საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე შინდაგორიძემ დასვა. ამ გამარჯვებით "ცხინვალი" უმაღლესი ლიგის მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა და "სამტრედიას" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ვიტ ჯორჯია 1:2 ჩიხურა კვლავ დამარცხდა თბილისის "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი ლიგის მატჩში. ამჯერად, მათ "ჩიხურას" უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიში რევაზ ჩიტიშვილმა გახსნა და "ვიტ ჯორჯია" წინ გაიყვანა, თუმცა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან 54-ე წუთზე განუგრავამ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო წერტილი ევგენ ტროიანოვსკიმ 86-ე წუთზე დასვა და "ჩიხურას" 3 ქულა მოაპოვებინა. ტორპედო 0:0 ზუგდიდი გასული ტურის შემდეგ ყველა ელოდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" დაიწყებდა გამარჯვებებს და უმაღლესის ცხრილში წინ წავიდოდა, თუმცა... 23-ე ტურის მატჩში მათ "ზუგდიდი" ვერ დაამარცხეს. ქუთაისელები ცდილობდნენ გამარჯვების მოპოვებას, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. უმაღლესი ლიგა, სატურნირო მდგომარეობა Untitled-1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

რეალსა და ბარსელონას ვან დეიკის შეძენა სურთ - Diario AS

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 15:34

მესი ბექჰემის კლუბში? - GOAL.COM-ის უახლესი ინფორმაცია

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერ მაიამის" "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის დამატება სურს.

გუშინ, 15:28

მესი ფატის გამოსასყიდი თანხის გაზრდას ითხოვს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

გუშინ, 15:21

ჯეკო: "იმედია, მხითარიანი რომაში მრავალი წლით დარჩება"

„რომას“ ბოსნიელი ფორვარდი გუნდის ახალწვეულზე, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

გუშინ, 13:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10