არსენ ვენგერი: "კმაყოფილი ვარ იოზილის პროგრესით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენ ვენგერი: "კმაყოფილი ვარ იოზილის პროგრესით"



"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა "ტოტენჰემთან" მატჩის (1:1) შემდეგ ნახევარმცველ მესუთ იოზილის თამაშის პროგრესი აღნიშნა. "იოზილმა ისევ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის დიდ ფეხბურთელად გაიზარდა, პასუხისმგებლობა და ლიდერის თვისებები შეემატა. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი პროგრესით. ბოლო 6 მატჩის განმავლობაში 5 მოგება და 1 ფრე გვქონდა და ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ნებისყოფისა და ხასიათის მარაგი, რაც მნიშვნელოვანია მომავლისთვის" , - თქვა ვენგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები