» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"დინამომ" "ქართული კლასიკო" ბოლო წუთზე მოიგო



რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დარულდა. მე-13 წუთზე სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს. გიორგი ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ, თორნიკე კაპანაძის კარს მცირე მანძილით აცდა. მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნა "დინამოსაც" შეეძლო. უჩა ლობჟანიძის ჩაწოდებულ ბურთს ჯაბა ჯიღაურის თავური გამოეხმაურა, დარტყმა მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია. მე-18 წუთზე მომენტი "ტორპედომ" კვლავ შექმნა. ლაშა შინდაგორიძის გასროლა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, დამატებაზე ახლო მანძილიდან თორნიკე კაპანაძემ ვერ ივარგა. 40-ე წუთზე თბილისის "დინამომ" ანგარიში გახსნა. უჩა ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ გელაშვილმა ტექნიკის ხარჯზე მეტოქის საჯარიმოში შესვლა მოახერხა და დედაქალაქურ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობის გაზრდის შანსი ჰქონდა. ალექსანდრე იაშვილის საჯარიმო დარტყმა მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია. 78-ე წუთზე ქუთაისელებმა წონასწორობა აღადგინეს. გიორგი კუხიანიძის ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩს საბოლოო წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაესვა. მატჩის ბოლო წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილმა პენალტმა "დინამოს" "ქართულ კლასიკოში" გაამარჯვებინა.

"დინამო თბ" 2-1 "ტორპედო"

გოლი: გელაშვილი '40, ქვილითაია '90+4(პ) - კუხიანიძე '78(პ)

"დინამო თბ": ჰრდლიჩკა, ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე(არაბული '83), კიტეიშვილი, პარუნაშვილი, იაშვილი(კ)(ჭელიძე '75) , ჭანტურიშვილი, ჯიღაური, გელაშვილი(ქვილითაია '59)

მთ.მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

"ტორპედო": ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მირცხულავა, მამასახლისი(ფურცხვანიძე ''72), საღრიშვილი(ტუღუში '75), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე, ქიმაძე, ბრეგვაძე(კლიმიაშვილი '62)

მთ.მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი

გაფრთხილება: იაშვილი '41, პარუნაშვილი '68 გაძევება: მირცხულავა '90+4


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

უეფა სეზონის განახლების 3 ვარიანტს განიხილავს

As-ის თანახმად, უეფა სეზონის განახლების სამ ვარიანტს განიხილავს. საუბარია მაისზე, ივნისსა და სექტემბერზე.

დღეს, 22:56

გიორგი მერებაშვილი პოლონეთში ყველა დროის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

"ვისლამ" ყველა დროის ის საუკეთესო 11 ლეგიონერი დაასახელა, ვისაც მათ გუნდში უთამაშია.

დღეს, 22:54

ბუნდესლიგის განახლების თარიღმა კიდევ უფრო გადაიწია

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად,

დღეს, 22:34

დე ლიგტს ძველი მსურველი გამოუჩნდა

ESPN-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიგტს ძველი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 22:21

თოვლიან ამინდში ზაფხულის საბურავებით - ბოატენგი ავარიაში მოყვა [ფოტო]

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი, ჟერომ ბოატენგი, ავტოავარიაში მოყვა.

დღეს, 21:19

ვინ ითხოვს პრემიერ ლიგის შეწყვეტას და ვინ - გაგრძელებას?

პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს შორის, სეზონის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით, გაუგებრობის დეტალები გაირკვა.

დღეს, 21:07

ვან ბასტენი: "ჩემი მილანი მსოფლიოს მართავდა, ახლა კი გადარჩენისთვის იბრძვის"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა, მარკო ვან ბასტენმა, წარსული გაიხსენა.

დღეს, 21:01

რეალი ხელფასების შემცირებაზე მაინც დაფიქრდა

უახლოეს პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან და კალათბურთელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

დღეს, 20:53

80 მლნ ევრო გამზადებულია - ისკოს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა, „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო.

დღეს, 20:29

"გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ფინალში" - გურამ კაშიას სახალისო ვიდეო

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალური შეხვედრა უნდა გამართული.

დღეს, 20:23

სტერლინგი ლივერპულში სენსაციურ დაბრუნებასთან დააკავშირეს

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი შესაძლოა მშობლიურ გუნდში დაბრუნდეს.

დღეს, 20:20

კოუტინიოს პრემიერ ლიგიდან მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

„ბარსელონას“ ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 20:13

რეალში იოვიჩის დღეები დათვლილია?

მადრიდის „რეალი“ ფინანსური კრიზისის დაძლევას მათ შორის ფეხბურთელთა გასხვისებით აპირებს.

დღეს, 20:10

აგენტმა პსჟ-ს ფეხბურთელი ბარსელონას შესთავაზა, კატალონიელთა პოზიციაც გაირკვა

„ბარსელონას“ „პსჟ-ს“ ფეხბურთელის დამატების შანსი გაუჩნდა.

დღეს, 20:07

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული - პირველი ადგილი რეალის შემტევს ერგო

საერთაშორისო ინტერნერპორტალმა, Goal.com-მა, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ათეული დაასახელა.

დღეს, 20:00

"რონალდინიო სრულიად უბედურია", - პარაგვაის ექს-ფეხბურთელი

პარაგვაის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ნელსონ კუევასმა, რონალდინიოზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მისი სამშობლოს ციხეში სასჯელს იხდის.

დღეს, 19:54

ბარსელონას ყოფილი მეკარის მდგომარეობა კრიტიკულია - ის კორონავირუსს ებრძვის

„ბარსელონას“ და თურქეთს ნაკრების ყოფილი მეკარე, რუშტუ რეჩბერი, კორონავირუსს ებრძვის.

დღეს, 19:41

პეპე რეინა: "საშიში მაშინ იყო, როცა 25 წუთის მანძილზე ჰაერი არ მყოფნიდა"

„ასტონ ვილაში“ „მილანიდან“ იჯარით მოასპარეზე მეკარემ კორონავირუსის სიმპტომებზე ისაუბრა, რომელიც წინა კვირაში გაუჩნდა.

დღეს, 19:03

"რთული სიტუაციაა, 14 მარტიდან უშემოსავლოდ ვართ", - ემუქრება თუ არა ბარსელონას გაბანკროტება?

„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, კლუბს გაბანკროტება არ ემუქრება.

დღეს, 18:59

"ერთ-ერთი საუკეთესო შანსი გავანიავე", - სკოლარიმ დროგბას და ანელკას პრობლემები გაიხსენა

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, გუნდში მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 18:54

"შესანიშნავი ფლეიმეიქერია", - ფერდინანდი საულის შესაძლო ტრანსფერზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა საულ ნიგესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 16:50

დემბელესთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ლიონის" თავდამსხმელ მუსა დემბელესთვის არაერთი ევროპული გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:45

მიზეზი, რის გამოც პოგბა შესაძლოა მანჩესტერში დარჩეს

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ პოლ პოგბას შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

დღეს, 16:40

ბრწყინვალე შეთავაზება სანჩოს: 400 ათასი კვირაში და 7-ნომრიანი მაისური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "დორტმუნდის" ლიდერს, ჯეიდონ სანჩოს წინადადებით მიმართა.

დღეს, 16:32

კონკრეტული თანხა მზადაა, გვარდიოლას ისკო სურს

"მანჩესტერ სიტიმ" "რეალის" ნახევარმცველ ისკოს ტრანსფერზე შეთავაზება გაამზადა.

დღეს, 16:04

"შეგვიძლია გავუგოთ", - ლინეკერმა კეინს მხარი დაუჭირა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი თავდამსხმელ ჰარი კეინის განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს, 16:01

ქართული გოლით გახსნილი ბუნდესლიგის სეზონი, როლებში: კობი, რაკიტიჩი, ნოიერი, ოზილი

ბუნდესლიგის 2007-2008 წლის სეზონს წინ სდევდა უდიდესი ინტრიგა.

დღეს, 15:50

ზიდანმა საფრანგეთის ჩემპიონატში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

დღეს, 15:45

მოთხოვნა იზრდება - ჰაკიმისთვის ბრძოლაში მორიგი გრანდი ჩაერთო

"რეალის" საკუთრებაში მყოფი მცველი, აშრაფ ჰაკიმი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10