VIDEO: მერსისაიდელების კრახი: ევერტონი დამარცხდა, ლივერპულის ფრე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: მერსისაიდელების კრახი: ევერტონი დამარცხდა, ლივერპულის ფრე


VIDEO: მერსისაიდელების კრახი: ევერტონი დამარცხდა, ლივერპულის ფრე

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში "ლივერპული" "ნიუკასლს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

29-ე წუთზე ანგარიში ფელიპე კოუტინიომ გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

36-ე წუთზე წონასწორობა ჟოსელუმ აღადგინა და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა.

ამრიგად, "ლივერპულმა" კვლავ ვერ შეძლო გამარჯვება და პრემიერ ლიგის მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა. არადა გამარჯვების შემთხვევაში, კლოპის გუნდი 4-ეულში შედიოდა.



რონალდ კუმანის "ევერტონი" სენსაციურად დამარცხდა. მერსისაიდელებმა შინ "ბარნლი" მიიღეს და მატჩი 0:1 დათმეს.

ერთადერთი გოლი ჰენდრიკმა 21-ე წუთზე გაიტანა.



ლონდონის "არსენალმა" შინ "ბრაიტონი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მე-16 წუთზე ანგარიში მონრეალმა გახსნა, საბოლოო წერტილი კი 56-ე წუთზე ივობიმ დასვა.



VIDEO: მერსისაიდელების კრახი: ევერტონი დამარცხდა, ლივერპულის ფრე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები