ავტორიზაცია

ბერლუსკონი: "მონცას მომავალ სეზონში სკუდეტოს მოგება სურს"

ბერლუსკონი: "მონცას მომავალ სეზონში სკუდეტოს მოგება სურს"
თარიღი 06 თებ 2023, 11:53
"მონცას" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ თავისი გუნდის მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, კლუბი ჩემპიონობის ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს.

„გეგმები მომავალი სეზონისთვის? ჩვენ ვაპირებთ სკუდეტოს მოგებას. მონცას უნდა სჯეროდეს, რომ დიდი კლუბი გახდება. ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ყოველთვის წარმატებას მიაღწევს
 “, - განაცხადა ბერლუსკონიმ.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 20 მატჩის შემდეგ მონცამ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.