ავტორიზაცია

ივან პერიშიჩი: "მოდრიჩისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვეცდებით"

ივან პერიშიჩი: "მოდრიჩისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვეცდებით"
თარიღი 13 დეკ 2022, 15:26
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა თქვა, რომ მის თანაგუნდელებს ლუკა მოდრიჩისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურთ. 

"რონალდუმ ვერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მესი კვლავ ცდილობს, ჩვენ კი ყველაფერს დავთმობთ და ვეცდებით მოდრიჩისთვის ეს თასი მოვიგოთ. “, - განაცხადა პერიშიჩმა პრესკონფერენციაზე.

ხორვატიის ნაკრები დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან ითამაშებს.