ავტორიზაცია

მესიმ კარიერაში შესრულებული მეორე პენტა-თრიქის შემდეგ განცხადება გააკეთა

მესიმ კარიერაში შესრულებული მეორე პენტა-თრიქის შემდეგ განცხადება გააკეთა
თარიღი 06 ივნ 2022, 16:14

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ესტონეთთან (5:0) გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამხანაგურ შეხვედრაში "ალბისელესტეს" კაპიტანმა პენტა-თრიქი შეასრულა.

"სეზონს ამაზე უკეთესად ვერ დავასრულებდით. "ფინალისიმა" მოვიგეთ, დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო მოვემზადეთ".

"მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა და მათ, ვინც შორიდან გვადევნებდა თვალყურს. რამდენიმე დღე დავისვენებთ და ძალიან მალე დავბრუნდებით! ყველას გეხუტებით", - წერს 34 წლის სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინდელი მატჩის შემდეგ, მესის სანაკრებო დონეზე მეტოქეთა კარი 86-ჯერ აქვს აღებული. რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის აქტივშიც პორტუგალიის მაისურით გატანილი 117 გოლია.