ავტორიზაცია

"სწორედ ამიტომ, გუგეშაშვილს აქვს შანსი ყარაბაღის პირველი მეკარე გახდეს!" - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

"სწორედ ამიტომ, გუგეშაშვილს აქვს შანსი ყარაბაღის პირველი მეკარე გახდეს!" - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი
თარიღი 07 Jan 2022, 19:57

22 წლის ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ყარაბაღში გააგრძელებს.

ამის შესახებ GOAL.GE-მ ექსკლუზიურად დღეს გაცნოთ. ფეხბურთელმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება აზერბაიჯანის ყველაზე ძლიერ გუნდთან.

ტრანსფერის შესაფასებლად და ახალგაზრდა ქართველი მეკარის სათამაშო შანსების შესაფასებლად GOAL.GE აზერბაიჯანში ადგილობრივ ჟურნალისტ ელსევერ მემედოვს გაესაუბრა.

"მართალია, შაჰრუდინ მაჰამადალიევი ყარაბაღის პირველი მეკარეა და გურბან გურბანოვი მას მეტ შანსს აძლევს, თუმცა ახლა გუნდის ორივე მეკარე: მაჰამადალიევი და ემილ ბალაიევი ტრავმირებულები არიან. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ყარაბაღის მთავარი მწვრთნელი ლუკა გუგეშაშვილს ნდობას გამოუცხადებს. როგორც ჩანს, გუნდში სჯერათ, რომ ლუკა გუგეშაშვილს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი ევროტურნირებზე. 

შაჰრუდინ მაჰამადალიევი არც თუ ისე დამაჯერებელი მეკარეა, მას სიმაღლის პრობლემა აქვს. ამიტომაც, ლუკა გუგეშაშვილს ექნება დიდი შანსი, გახდეს ყარაბაღის პირველი მეკარე. ამისთვის კი ერთი რამ უნდა გააკეთოს: უნდა წარმოაჩინოს მისი ხარისხი," - განაცხადა ელსევერ მემედოვმა GOAL.GE-სთან საუბრისას.

ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელს გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი იყო. 22 წლის ფეხბურთელმა გორელთა მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

ყარაბაღი 2022 წლის თებერვალში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის 1/16 ფინალში ფრანგულ მარსელს დაუპირისპირდება.