თურქულ შეკრებაზე თბილისის დინამოს პირველი სპარინგ მეტოქე ცნობილია
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გამარჯვებული თბილისის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში გაივლის.
როგორც ბულგარული პლოვდირის "ლოკომოტივის" ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, საქართველოს ჩემპიონი თურქული შეკრების ფარგლებში 18 იანვარს სწორედ ბულგარულ გუნდს დაუპირისპირდება.
პლოვდირის "ლოკომოტივი" ბულგარეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ჩემპიონატი 11 თებერვალს განახლდება.