ავტორიზაცია

ვესტონ მაკკენი იჯარის წესით პრემირ ლიგაში ითამაშებს

ვესტონ მაკკენი იჯარის წესით პრემირ ლიგაში ითამაშებს
თარიღი 31 იან 2023, 00:12
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.

"ლიდსი იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა 24 წლის ამერიკელის იჯარით დამატება, ყიდვის ოფციით.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გარიგება "ლიდსს" 1,2 მილიონი ევრო დაუჯდება, ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვა კი 33 მილიონ ევროს დაუჯდება.

ვესტონ მაკკენი "იუვენტუსში" 2020 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე სულ 96 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 21 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.