ტრანსფერები, რომლებიც შესაძლოა იანვარში განხორციელდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტრანსფერები, რომლებიც შესაძლოა იანვარში განხორციელდეს


ტრანსფერები, რომლებიც შესაძლოა იანვარში განხორციელდეს
ნელ-ნელა ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, სადაც რამდენიმე ხმაურ ტრანსფერს უნდა ველოდოთ. გთავაზობთ ტრანსფერებს, რომლებიც შესაძლოა სწორედ იანვარში განხორციელდეს. ლონდონის "ჩელსიმ" კუადრადო "იუვენტუსში" იჯარის წესით გაუშვა, თუმცა, "ბებერი ქალბატონები" იანვარში მის გამოსყიდვას აპირებენ. არის საუბრები იმის თაობაზე, რომ ილკაი გუნდოგანი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. მოგეხსენებათ, მისი ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი რამდენიმე დღის წინ სწორედ "ლივერპულის" თავკაცი გახდა. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის ენრიკე მზადაა "დორტმუნდის" გერმანელი შემტევის, მარკო როისის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. კატალონიელების კიდევ 1 სამიზნე მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი კოკეა. "ბარსელონა" მის შეძენას იანვარშივე შეეცდება. ზაფხულში "მანჩესტერი" აქტიურად იყო დაინტერესებული მანეს შეძენით, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ლუი ვან გაალის თქმით, ის "საუთჰემპტონის" ფორვარდს არ შეეშვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები