ალექსის სანჩესი: "არსენალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალექსის სანჩესი: "არსენალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ"


ალექსის სანჩესი:
"არსენალის" ნახევარმცველმა, ალექსის სანჩესმა კომენტარი გააკეთა მისით "რეალის" დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. "არ მესმის, რას წერს პრესა, მაგრამ "არსენალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ. კმაყოფილი ვარ ჩემი პარტნიორებით, ლონდონი კი ლამაზი ქალაქია. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის მინდა, საუკეთესო ვიყო ყველაფერში, რასაც ვაკეთებ და ხან არ ვარ კმაყოფილი, როცა რაღაცის გაუმჯობესება მინდა. დედაჩემი ყოველთვის რაღაცას მკარნახობს. მირეკავს და მირჩევს, რომ უფრო ხშირად შევაგდო გოლი კარში" , - თქვა სანჩესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები