ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმოვა"


"პსჟ"-ს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ კომენტარი გააკეთა "რეალის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გადასვლაზე. "ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, სამხიარულო იქნებოდა მასთან თამაში. რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა. თუ კლუბს მისი მოწვევა უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ. რონადუ მსოფლიოში ნებისმიერ გუნდს შეეფერება, პსჟ"-ს კი - განსაკუთრებით, რადგან სანუკვარი ოცნება გვაქვს - ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმოვა. არ ვიცი, ბლანს რა უთხრა, იმიტომ, რომ მწვრთნელს ეს ფეხბურთელებისთვის არ უთქვამს, მაგრამ მე მისი გადმოსვლის იმედი მაქვს. ის კარგად ლაპარაკობს ფრანგულად, ჩემზე უკეთესად და თუ ეს მომავალ წელს მოხდება, ურთიერთობის პრობლემა არ გვექნება" , - თქვა სილვამ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები