ლივერპული ბრანდტის შეძენას ზაფხულში შეეცდება


ლივერპული ბრანდტის შეძენას ზაფხულში შეეცდება
"ლივერპული" ლევერკუზენის "ბაიერის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, იულიან ბრანდტის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

20 წლის გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერით პირადად იურგენ კლოპია დაინტერესებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას მიუნხენის "ბაიერნიც" შეეცდება.

"ლევერკუზენი" მზად არის, რომ იულიან ბრანდტს 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები