მილანმა დაადასტურა: გუნდი პერინის ტრანსფერზე მუშაობს


მილანმა დაადასტურა: გუნდი პერინის ტრანსფერზე მუშაობს
"მილანის" გენერალურმა დირექტორმა, მარკო ფასონემ განაცხადა, რომ თავისი გუნდი "ჯენოას" გოლკიპერის, მატია პერინის შეძენითაა დაინტერესებული.

"როსონერი" იტალიელი მეკარის ტრანსფერზე უკვე მუშაობს. "მილანი" მზად არის, რომ პერინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"პერინი არის ერთ-ერთი იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის შესაფერისები არიან. თუ ის თავის ფიზიკურ პრობლემებს დაძლევს, მაშინ ბრწყინვალედ თამაში შეეძლება.

ჩვენ ამ დროითვის მეკარეთა ვრცელი სია გვაქვს. მათ შორისაა პერინიც. ჩვენ ამ ტრანსფერბზე უკვე ვმუშაობთ", - განაცხადა მარკო ფასონემ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" ამდროინდელი გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და მზადაა გუნდი დატოვოს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები