ვალვერდემ პაულინიოს შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდემ პაულინიოს შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ვალვერდემ პაულინიოს შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ბრაზილიელ ფეხბურთელთან პაულინიოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ამ ფაქტზე გუდნის მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს შეკითხვა დაუსვეს:

"ვერ დავამოწმებ ამ ინფორმაციას. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და რამდენიმე მოთამაშეს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ეს ასე გაგრძელდება 31 აგვისტომდე.

ამ მომენტისთვის პაულინიოზე ახალი არაფერია, ან მე არ ვარ ინფორმირებული", - ამბობს ვალვერდე.

ყველა სიახლე

ცხრილები