ვალენსია მზადაა კანსელო კონდოგბიაში გაცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალენსია მზადაა კანსელო კონდოგბიაში გაცვალოს


ვალენსია მზადაა კანსელო კონდოგბიაში გაცვალოს
"ვალენსიას" ხელმძღვანელობა მზადაა მცველი, ჟოაო კანსელო "ინტერის" ნახევარმცველ ჟოფრი კონდოგბიაში გაცვალოს, იტყობინება Football Italia.

კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დეტალების შეთანხმებაზე მუშაობენ.

აქამდე არსებული ცნობით, მილანელებმა ნახევარმცველი "მფრინავ ღამურებს" 30 მილიონ ევროდ არ მიყიდეს, რადგან მის სანაცვლოდ არანაკლებ 35 მილიონის მიღება სურთ.

პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კონდოგბიამ "ნერაძურის" დატოვების სურვილი გამოთქვა.

გასულ სეზონში ფრანგმა იტალიის სერია ა-ში 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები