2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბაქოში ჩატარდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბაქოში ჩატარდება


2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბაქოში ჩატარდება

2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის "ატლეტიკოს" ახალი არენა "მეტროპოლიტანოც" იბრძოდა. თუმცა, როგორც აღინიშნება, უეფამ ამ სტადიონზე უარი თქვა, რადგან იქ ძალიან ცოტა VIP-ადგილია (შვიდი ათასი).

2018/19 წლების სეზონის ევროთასების ფინალების ჩატარების ადგილს უეფა 21 სექტემბერს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიევი უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ ბაქო ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვისაც იბრძვის. სხვა პრეტენდენტები სევილია ("რამონ სანჩეს პისხუანი") და სტამბული ("ბეშიქთაშ არენა") არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები