VIDEO: ფალკაო შეუჩერებელია! კოლუმბიელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ფალკაო შეუჩერებელია! კოლუმბიელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა


VIDEO: ფალკაო შეუჩერებელია! კოლუმბიელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა
ლიგა 1-ის მე-7 ტურის მატჩში "მონაკო" "ლილის" ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.

24-ე წუთზე ანგარიში იოვეტიჩმა გახსნა. 30-ე წუთზე "მონაკო" ორბურთიანი უპირატესობით წინ გეზალმა გაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის კარი რადამელ ფალკაომ აიღო და 73-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.

ამრიგად, ფალკაოს ლიგა 1-ის 7 ტურში 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიის სათავეშია. ის ედინსონ კავანის 4 ბურთით ასწრებს.



VIDEO: ფალკაო შეუჩერებელია! კოლუმბიელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები