ჟარდიმი: "პორტუ უკეთესი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "პორტუ უკეთესი იყო"


ჟარდიმი:

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, აღიარა, რომ გუშინ მისი გუნდი "პორტუსთან" დამსახურებულად დამარცხდა.

"ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასვლაა. წინ კიდევ ოთხი თამაშია, ჯგუფი კი საკმაოდ თანაბარია და ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ საღამოს "პორტუ" ჩვენზე უკეთესი იყო. ისინი უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგეს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ფრანგული კლუბი საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" 0:3 განადგურდა და ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო პორტუ ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები