ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია


ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიკ ადვოკაატმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშებისთვის ფეხბურთელები გამოიძახა.

მეკარეები: სილესენი ("ბარსელონა"), სტეკელენბურგი ("ევერტონი"), ზოი ("პსვ").

მცველები: იანმაატი ("უოტფორდი"), ტეტე ("ფეინოორდი"), აკე ("უოტფორდი"), ჰუტი ("ლაციო"), დე ლიგტი ("აიაქსი"), რეკიკი ("ჰერტა"), ველტმანი ("აიაქსი"), ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

ნახევარმცველები: ვან დე ბეეკი ("აიაქსი"), ვან გინკელი ("პსვ"), დევი კლაასენი ("ევერტონი"), დენი პრიოპერი ("ბრაიტონი"), კევინ სტროტმანი ("რომა"), ვიენა ("ფეინოორდი"), ვიინალდუმი ("ლივერპული"), ბაბელი ("ბეშიქთაში"), დეპაი ("ლიონი"), რობენი ("ბაიერნი").

თავდამსხმელები: დოსტი ("სპორტინგი"), იანსენი ("ტოტენჰემი"), ლოკადია ("პსვ").

ჰოლანდია 7 ოქტომბერს სტუმრად ბელორუსს დაუპირისპირდება, ხოლო 3 დღეში შინ შვედეთის ნაკრებს მიიღებს და ეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. "ნარინჯისფრები" 13 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ და შვედებს 3 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები