შევჩენკო: "ჩემი გული სამუდამოდ შავ-წითელი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკო: "ჩემი გული სამუდამოდ შავ-წითელი იქნება"


შევჩენკო:

"მილანის" ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო, რომელიც ახლა უკრაინის ეროვნული ნაკრების თავკაცია, "როსონერის" სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა.

"რეიკასთან" მოპოვებული გამარჯვება "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ გუნდის განწყობას აამაღლებს. წინ კი "რომასთან" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

"მილანს" კვირას გამარჯვება სჭირდება და ვფიქრობ, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე სამი ქულისთვის ბრძოლა. ეს ამ ეტაპზე სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტია და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ჩემი გული კვლავ შავ-წითელია და სამუდამოდ ასეთი იქნება", - განაცხადა შევამ.

ანდრეი შევჩენკო მილანური გრანდის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა და "მილანის" მაისურით ჩატარებულ 226 თამაშში 127 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ანდრეი შევჩენკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები