ახალი ინფორმაცია ბეილის საქართველოში ჩამოსვლაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ახალი ინფორმაცია ბეილის საქართველოში ჩამოსვლაზე


ახალი ინფორმაცია ბეილის საქართველოში ჩამოსვლაზე

გარეტ ბეილის ტრავმაზე MARCA ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

უელსელმა შემტევმა დაზიანება "რეალში" თამაშის დროს მიიღო და ბოლო ვარჯიშები გააცდინა. იყო ეჭვი, რომ ის 6 ოქტომბერს, თბილისში ვერ ითამაშებდა, თუმცა ბეილი უკვე ნაკრებშია.

ცნობილია, რომ 28 წლის შემტევმა დღეს ჩვეულებრივ რიტმში შეძლო ვარჯიში და ტრავმა არ აწუხებს.

99%-ით ის თბილისში ჩამოვა, თუმცა შესაძლოა სათადარიგო სკამიდან დაიწყოს მატჩი და შემდეგ შეცვლაზე შემოვიდეს.

6 ოქტომბერს, უელსი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს უპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები