ზამთარში ატლეტიკოს ორი ფეხბურთელი დატოვებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამთარში ატლეტიკოს ორი ფეხბურთელი დატოვებს?


ზამთარში ატლეტიკოს ორი ფეხბურთელი დატოვებს?

არ არის გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის "ატლეტიკო" ნახევარმცველმა, ნიკოლას გაიტანმა და თავდამსხმელმა, კევინ გამეირომ დატოვონ, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

ეს ყველაფერი ზამთარში "როხიბლანკოს" რიგებში ვიტოლოსა ("სევილია") და დიეგო კოშტას ("ჩელსი") მისვლას უკავშირდება.

სწორედ ამიტომ განიხილავს კლუბი 29 წლის გაიტანისა და 30 წლის გამეიროს გაყიდვის შესაძლებლობას.

ცნობისთვის, ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო ფრანგმა მხოლოდ და მხოლოდ 2.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები