რომელი გუნდის გაწვრთნა სურს მომავალში სიმეონეს? - დიეგომ განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი გუნდის გაწვრთნა სურს მომავალში სიმეონეს? - დიეგომ განცხადება გააკეთა


რომელი გუნდის გაწვრთნა სურს მომავალში სიმეონეს? - დიეგომ განცხადება გააკეთა

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ აღნიშნა, რომ მომავალში არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა სურს.

სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ამჟამად კლუბში მუშაობა ურჩევნია.

"არგენტინული ფეხბურთი მიყვარს, რადგან პირველი გამოცდილება სწორედ იქ შევიძინე", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Cadena Ser.

"ერთხელაც ეროვნული ნაკრების გაწვრთნა მსურს, თუმცა არა ახლა - ფეხბურთით ყოველდღე უნდა ვისუნთქო".

სექტემბრის დასაწყისში 47 წლის არგენტინელმა მადრიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, სიმეონემ "როხიბლანკო" 2011 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს. გარდა ამისა, დიეგოს შეგირდები ევროპა ლიგასა და უეფას სუპერთასსაც დაეუფლნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები