გერმანიამ ესპანეთის რეკორდი გაიმეორა
თარიღი: ოქტომბერი 9, 2017, 12:58
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ათივე მატჩი მოიგო და ესპანეთის რეკორდი გაიმეორა.
"ბუნდესთიმი" მეორე ევროპული გუნდია, რომელმაც ასეთი შედეგის მიღწევა მოახერხა.
გუშინ იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 5:1 გაანადგურეს და მუნდიალის ფინალურ სტადიაზე გასვლა გაინაღდეს.
შეგახსენებთ, ესპანელებმა საერთაშორისო ტურნირის შესარჩევის რეკორდი 2010 წელს დაამყარეს.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE