ბოში: "ობამეიანგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე მოთამაშე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "ობამეიანგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე მოთამაშე"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, განაცხადა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბრწყინვალე მოთამაშე და პიროვნებაა.

"ობამეიანგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოთამაშე. ის კარგი ადამიანი და ნამდვილი ლიდერია. ის "ბორუსიასთვის" არამხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი გოლი გააქვს.

ობამეიანგი ყოველთვის 100%-თ იხარჯება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის მოედანზე სათამაშო გადის თუ სავარჯიშოდ", - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

28 წლის გაბონელმა მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო და ყველა ტურნირზე ერთად 11 თამაშში უკვე 13 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები