პსჟ ვენდელს დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ ვენდელს დაიმატებს


პსჟ ვენდელს დაიმატებს
ბრაზილიური "ფლუმინენსეს" ცენტრალური ნახევარმცველი, ვენდელი, დიდი ალბათობით კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

ბრაზილიური გამოცემა "Globo" იტყობინება, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელები გასულ კვირას რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდნენ და "ფლუმინენსეს" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

კლუბები ვენდელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და "პსჟ" 20 წლის ნიჭიერი ბრაზილიელი საყრდენის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ტრანსფერი ზამთარში შედგება.

2017 წელს ვენდელმა "ფლუმინენსეს" მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატის 38 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტრანსფერებიპსჟ ვენდელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები