ხესე ლას პალმასს უბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხესე ლას პალმასს უბრუნდება


ხესე ლას პალმასს უბრუნდება
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ხესე როდრიგესი, "ლას პალმასში" გადასვლასთან ახლოსაა.

ხესე 2017 წლის ზაფხულში "სტოკ სიტიმ" 1 წლიანი იჯარით დაიმატა, მაგრამ ესპანელი პრემიერ ლიგას ვერ მოერგო, ამიტომაც თვის ბოლომდე მისი იჯარა შეჩერდება.

პარიზულ კლუბში კი ხესეს ადგილი ნამდვილად არ არის, ამიტომ ესპანური პრესის ინფორმაციით, როდრიგესი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "ლას პალმასს" დაუბრუნდება.

24 წლის ხესე "ლას პალმასის" ღირსებას გასულ სეზონში უკვე იცავდა და 16 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები