ბარსელონას ნეიმარი 200 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას ნეიმარი 200 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა?


ბარსელონას ნეიმარი 200 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა?

ნეიმარის მამა სასამართლოში გამოცხადდა და დაასახელა თანხა, რომელიც "ბარსელონამ" დახარჯა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, საუბარია 200 მილიონ ევროზე.

აღინიშნება, რომ კატალონიელებმა "სანტოსს" 134 მილიონი გადაუხადეს, თავად ფეხბურთელმა კი ხელფასის სახით 71 მილიონი მიიღო.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" "სანტოსს" 57 მილიონი ევრო გადაუხადა. მოგვიანებით, კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ 86 მილიონზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ნეიმარი "პსჟ"-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები