ნოიერი: "სეზონის ბოლომდე აუცილებლად დავბრუნდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნოიერი: "სეზონის ბოლომდე აუცილებლად დავბრუნდები"


ნოიერი:

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩემი საქმეები კარგად მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ დრო მჭირდება. ჯერ არ ვიცი კონკრეტულად რა პერიოდი იქნება საჭირო. ვფიქრობ, უკვე მომდევნო კვირას სიარულის დროს დისკომფორტს აღარ ვიგრძნობ. ამის შემდეგ კი მსუბუქი სარბენი ვარჯიშების დაწყებას გეგმავ. დარწმუნებული ვარ, მოედანზე სეზონის ბოლომდე დაბრუნებას მოვასწრებ.

მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მიმაჩნია, რომ გერმანიას ვჭირდები და მიხარია, როდესაც ეროვნული გუნდის ღირსებას ვიცავ.

"ბაიერნთან" სეზონის მეორე ნაწილში მიზნები ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ მთავარი ზაფხულში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნაა", - განაცხადა 31 წლის გერმანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები