მხითარიანი ატლეტიკოსთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მხითარიანი ატლეტიკოსთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს


მხითარიანი ატლეტიკოსთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

"არსენალის" ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" გასამართ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვერ ითამაშებს.

ამის შესახებ "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ისაუბრა.

"მხითარიანი ხუთშაბათისთვის მზად არ იქნება", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს ESPN.

"უილშირი თამაშს შეძლებს, ოზილის თაობაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის".

მხითარიანი ასევე ევროპა ლიგაზე "ცსკა"-სთან (4:1) გამართულ პირველ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში დაშავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები