ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: "ყველაფერი წარსულს ჩაბარდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: "ყველაფერი წარსულს ჩაბარდა"


ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი:

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ალბანეთთან გასამართი მატჩის წინ თქვა, რომ გუნდი მთლიანად მომავალ შეხვედრაზეა კონცენტრირებული.

"ფურია როხას" თავკაცის თქმით, "ბარსელონას" მცველ ხერარდ პიკესთან დაკავშირებული სიტუაცია წარსულს ჩაბარდა.

"პიკეს სიტუაცია წარსულს ჩაბარდა", - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს AS.

"ახლა მატჩისთვის ვემზადებით და მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ალბანეთთან გასამართი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ არ აღიარა. ამის შემდეგ, "ბლაუგრანას" უკანახაზელმა მთავრობა გააკრიტიკა.

გარდა ამისა, ხერარდმა განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, შეიძლება ნაკრებიდან წავიდეს. მოგვიანებით, ფეხბურთელი ნაკრებს შეუერთდა და ვარჯიშზე გულშემატკივრები გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები