მოურინიომ პოგბას მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიომ პოგბას მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


მოურინიომ პოგბას მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პოლ პოგბას, შესახებ ისაუბრა.

"ჩემი გადმოსახედიდან, პოგბა ორშაბათს სრულიად ბედნიერი, ამაყი და მუშაობისთვის მოტივირებული დაბრუნდა.

მან ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ბრწყინვალედ იმუშავა. ის ერთ-ერთია იმ მოთამაშეებს შორის, რომელთანაც მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა უნდა განვიხილო.

პოგბა თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ მე ჯერ კიდევ უნდა გავარკვიო მოახერხებენ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები პირველ თამაშში ჩვენს დახმარებას", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

ინგლისურ პრესაში იწერებოდა, რომ ფრანგ მოთამაშესა და ჟოზეს შორის გარკვეული კონფლიქტია, რასაც მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ჭორები მოჰყვა, მაგრამ სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა.

პოლ პოგბა ახლა გუნდთან ერთადაა და მანკუნიანელები პრემიერ ლიგის ახალ სეზონს დღეს საღამოს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, "ლესტერ სიტისთან" საშინაო თამაშით გახსნიან.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები