ალეგრი: "რატომ ვუთხარი უარი რეალს?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "რატომ ვუთხარი უარი რეალს?"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, მადრიდის "რეალისთვის" უარის თქმის მიზეზი დაასახელა.

"მადრიდის "რეალისთვის" უარის თქმის მთავარი მოტივი "იუვენტუსისადმი" უდიდესი პატივისცემა და აგრეთვე კლუბისთვის მიცემული ჩემი სიტყვა იყო. "სამეფო კლუბი" კი მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდია და იქ მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა.

უაზრობა იქნება იმის დამალვა, რომ მადრიდელების ინტერესმა ძალიან გამახარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მე დელ პიეროსა და ჯიჯი ბუფონის გვერდით არ ვდგავარ. ისინი "იუვენტუსის" ლეგენდები არიან, რომელთაც კლუბის ისტორია დაწერეს, მე კი აქ მხოლოდ მეოთხე წელს ვატარებ", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

ამ ზაფხულს მადრიდული გრანდი ზინედინ ზიდანმა დატოვა და "რეალი" მის შემცვლელად ალეგრის განიხილავდა, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა ტურინში დარჩენა ამჯობინა.

მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და ოთხივე სეზონში დუბლი (სერია ა და კოპა იტალია) მოაგებინა. გარდა ამისა, 2015 და 2017 წლებში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები