Goal.Ge

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?


რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

გასულ სეზონში "ლივერპული" ორმა პრობლემამ დაღუპა - მოკლე სათადარიგოთა სკამმა და მეკარის პოზიციამ. ამის მიუხედავად მოჰამედ სალაჰის ჯადოქრობამ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა "წითლები", თუმცა ტიტულების მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ეგვიპტელის ტრავმის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი ბანქოს სახლივით დაინგრა. წელს მსგავსი რამ აღარ განმეორდება. "მერსისაიდელებმა" ყველაზე მეტი დახარჯეს პრემიერ ლიგაში და რამდენიმე ტოპ-ტრანსფერი განახორციელეს.

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

კლოპმა წარმატებით ამოავსო შავი ხვრელები - კარიუსისა და მინოლეს ნაცვლად "ლივერპულის" კარს ალისონი იცავს. კეიტას, ფაბინიოსა და შაქირის მოსვლა კი გერმანელ სპეციალისტს როგორც იქნა მისცემს შემადგენლობის როტაციის საშუალებას.

რაც შეეხება გასხვისებულებს, აქ გვხვდება მხოლოდ ემრე ჯანი, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ "ბუნდესნაკრების" წევრი არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფიგურას "ენფილდზე", ასე რომ მისი წასვლა დიდი დანაკლისი ნამდვილად არ არის.

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

პირველად, თითქმის 30 წლის შემდეგ "ლივერპული" ჩემპიონატის მოგების რეალურ პრეტენდენტად ჩამოყალიბდა. საზაფხულო ტურნემ და "ვესტ ჰემთან" მატჩმა გვიჩვენა, რომ სალაჰი-მანე-ფირმინოს მაგიური ტრიო კვლავ მწყობრშია და 100%-ით მზადაა შარშანდელი ფეერიის გასაგრძლებელად.

ეგვიპტელმა, სენეგალელმა და ბრაზილიელმა უბრალოდ მიწასთან გაასწორეს "ჩაქუჩები" (4:0). ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა ერთმანეთთან კომბინირების საფუძველზე მოხდა, პრინციპში არაფერი შეცვლილა.

ლივერპული-ვესტ ჰემი 4:0



გუნდს იდეალურად მოერგნენ ახალწვეულებიც - კეიტა ჰარმონიულად დირიჟორობდა "ლივერპულის" შეტევებს, ალისონი არ აძლევდა ლონდონელებს იმის საშუალებას, რომ მათ გოლის გატანის ილუზია გაჩენოდათ. მატჩის ბოლოს "წითლების" წინა ხაზი ძალიან კარგად გააზავა შაქირიმ, შარშან კლოპს მსგავსი ფუფუნება არ ჰქონია.

ველოდებით ფაბინიოს, რომელიც სეზონის მსვლელობისას დიდი ალბათობით ამოაგდებს ძირითადიდან ვეტერან ჯეიმს მილნერს. ცნობისთვის, ჰენდერსონი უკვე სკამზეა.

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

"ვესტ ჰემთან" თამაშის შემდეგ გულშემატკივრების ყველაზე დიდი სიმპატია დაიმსახურა კეიტამ. "ენფილდის" ლეგენდამ ბრიუს გრობელარმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა გვინეელი ნახევარმცველის თაობაზე:

"ნაბი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სტივენ ჯერარდის 8-ნომრიანი მაისურის ტარებას იმსახურებს. ის იდეალურად ასრულებს თავის მოვალეობას. დააკვირდით თუ როგორი ოსტატობით ანაწილებდა კეიტა ბურთს,"

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

მართალია "ლივერპულს" სერიოზული კონკურენტებიც ჰყავს, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც "მერსისაიდელები" მათზე მაღლა დგანან. "ჩელსიმ" წარმატებულად დაიწყო სეზონი, მაგრამ მაურიციო სარი ჯერ კიდევ რჩება უტიტულო მწვრთნელ-გამოცანად, რომელიც მხოლოდ ახლა აშენებს გუნდს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" თითქმის არ გაძლიერებულა, "ტოტენჰემი" კი საერთოდაც არა. რჩება "სიტი" და უნდა ითქვას, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ მრისხანე ძალას წარმოადგენს, მაგრამ "ლივერპულის" სასარგებლოდ თამაშობს ორი ფაქტორი.

პირველი - გასულ სეზონში კლოპი იყო ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც პეპმა ვერაფერი მოუხერხა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "წითლებმა" სწორედ ის "სიტი" გაასწორეს მიწასთან, რომელმაც პრემიერ ლიგის 9 რეკორდი განაახლა.

ლივერპული-სიტი 5:1 (ორი მატჩის ჯამში)



მეორე - ჩემპიონის სინდრომი. უკვე დიდი ხანია, რაც ინგლისის პირველობის მოქმედი ტრიუმფატორი შემდეგ სეზონს აუცილებლად აგდებს. მსგავსი ტენდენცია 00-იანი წლების ბოლოდან შეინიშნება.

ტიტულის დაცვაზე არც არის საუბარი, მოქმედ გამარჯვებულს 4-ეულისთვის ბრძოლა უწევდა და ზოგჯერ საერთოდაც რჩებოდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მიღმა.

რატომ არის ლივერპული პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი?

ცხადია დღევანდელი "სიტი" ბევრად აღემატება წინა წლების ჩემპიონებს და გვარდიოლას საკმარისი სამწვრთნელო კლასიც გააჩნია ამ "წყევლის" განსადევნელად, თუმცა ფაქტია, რომ 2018-2019 წლის სეზონი ბევრად უფრო რთული იქნება "ქალაქელებისთვის" ვიდრე შარშანდელი, მიზეზი - ისევ და ისევ "ლივერპული".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის ახალი გუნდი ოფიციალურად ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

მანჩესტერული დერბი სანჩოს ხელში ჩაგდებისთვის 2020 წელს დაიწყება

Daily Mail-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯეიდონ სანჩო 2020 წელს გუნდს დატოვებს.

დღეს, 09:18

სანჩესი ლუკაკუს თანაგუნდელი ისევ გახდება?!

Sky Sport Italia-ს ცნობით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 09:11

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

დღეს, 05:23

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

დღეს, 05:08

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

დღეს, 04:53

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

დღეს, 04:40

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

დღეს, 04:24

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

დღეს, 04:09

შოთა არველაძე სნეიდერს დაემშვიდობა

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:45

საბურთალო ერთ–ერთმა ლიდერმა დატოვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 03:40

კაზემირო: "ბეილი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება"

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი ამ სეზონშიც მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

დღეს, 03:37

ბეილის საოცარი სტატისტიკა სელტასთან

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სელტას" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 03:33

სტერლინგმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ქალაქელთა მხრიდან პირველი გოლი ინგლისლმა შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

დღეს, 03:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10