ბართომეუ: "ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბართომეუ: "ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა"


ბართომეუ:

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზე მარია ბართომეუმ თავისი გუნდის ესპანელ კაპიტანზე, ანდრეს ინიესტაზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინიესტას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ასე რომ, კლუბი მოთამაშესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს.

ბართომეუს თქმით, მოლაპარაკებები თითქმის ბოლო ფაზაშია და სულ მალე ინიესტა "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"ჩვენს გუნსდ ისევ აქვს პოტენციალი, რომ დიდებული მიზნებისთვის იბრძოლოს. ინიესტა ჩვენ ძალიან გვჭირდება. კლუბი და მოთამაშე კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან", - განაცხადა ბართომეუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები