Goal.Ge

გეი დეპუტატი, რომელმაც ავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინება შემოაღებინა, ისრაელ ფოლაუს იცავს


გეი დეპუტატი, რომელმაც ავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინება შემოაღებინა, ისრაელ ფოლაუს იცავს

ავსტრალიელი სუპერვარსკვლავის, ისრაელ ფოლაუს ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ არაერთხელ გამცნობეთ.

მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ჰომოსექსუალებს, მეძავებს, ლოთებს, მატყუარებს, მოღალატეებს, ქურდებს, ათეისტებს და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელოდებათ, თუ ისინი ცოდვებს არ მოინანიებენ და მათი გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს შეუძლია.

"ისინი ვინც ცოდვებით ცხოვრობენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან, თუ ცოდვებს არ მოინანიებენ. ქრისტეს ყველა უყვარს და ყველას აძლევს დროს, იმისთვის, რომ გადაუხვიოს ცოდვებისგან და მივიდეს მასთან", - ეს უკვე უშუალოდ ფოლაუს სიტყვებია.

პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ავსტრალიაში ერთი ამბავი ატყდა. ლიბერალურად განწყობილამ საზოგადოებამ ისრაელს უმალ შეუტია და მისი დასჯა მოითხოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფოლაუ მსგავს სკანდალში გასულ წელსაც გაეხვა და მაშინ ავსტრალიის რაგბის კავშირისგან გაფრთხილება მიიღო, ამჯერად მმართველი ორგანო მკაცრი აღმოჩნდა და 30 წლის მორაგბესთან 4-წლიანი კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც ფოლაუს 4 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ავსტრალიის რაგბის კავშირმა და სუპერ რაგბის კლუბმა "ვორათასმა" განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ისინი წყვეტდნენ კონტრაქტს ფოლაუსთან, მაგრამ მას აძლევდნენ 48 საათს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფოლაუ თავის საქციელს არ ნანობს, მან თავისი უფლება გამოიყენა და მისი საქმის მოსმენა მოითხოვა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

ფოლაუს სარაგბო სამყაროში უმრავლესობა აკრიტიკებს, მათ შორის საკუთარი გუნდელები: "ვოლაბების" კაპიტანი მაიკლ ჰუპერი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოლაუს ამ საქციელის შემდეგ, მის გვერდით თამაში. ამავე აზრზეა ჰავბექი უილ გენიაც.

და ამ დროს, როდესაც ისრაელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახლავთ მოქცეული, მას საკმაოდ მოულოდნელი დამცველი გამოუჩნდა.

ეს ადამიანი ტიმ უილსონი გახლავთ და მისი სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეუბნებათ. გეტყვით, რომ ეს პიროვნება ავსტრალიელი ლიბერალი დეპუტატი გახლავთ. ინგლისური ტერმინი coming out რომ გამოვიყენოთ და ქართულად ვთარგმნოთ, ეს არის ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის კეთილსინდისიერი და ნებაყოფლობითი აღიარება. და ეს ყველაფერი არაა, ამ ადამიანმა ავსტრალიის პარლამენტში შემოიტანა წინადადება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაც 2017 წლის 9 დეკემბერს მოხდა. აი ასეთმა პიროვნებამ დაუჭირა მხარი ისრაელ ფოლაუს, რომელმაც საჯაროდ დაწერა, რომ ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, თუ თავიანთ ცოდვას არ მოინანიებენ.

უილსონის თქმით, ის შეშფოთებულია იმ საგით, რომელიც ფოლაუს პოსტმა გამოიწვია.

"ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარი აზრების ან რელიგიური რწმენის გამოხატვა ცენზურის გარეშე.

მე არ ვიცი იმ კონტრაქტის დეტალები, რომელიც ავსტრალიის რაგბის კავშირსა და ფოლაუს შორის იყო გაფორმებული, მაგრამ ჩემი აზრით, ავსტრალიური რაგბის მმართველი ორგანო ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო.

რაგბი არ არის თამაში, რომელშიც მხოლოდ ათეისტებისთვის ან აგნოსტიკოსებისთვისაა. თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სივრცეში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა.

ბიბლიიდან მოყვანილი ციტატა, ან პირადი მორალით კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია, ხაზების გადაკვეთას არ ნიშნავს. მე ყოველთვის მტკიცედ ვიბრძოდი თავისუფალი სიტყვისთვის და მჯერა, რომ ხალხს პირადი აზრის გამოთქმისთვის არ უნდა ავიწროვებდნენ",
- განაცხადა ლიბერალმა დეპუტატმა, რომლის პოზიციაც ძალიან ბევრს გაუკვირდა.

გაითვალისწინებენ თუ არა უილსონის აზრს და გადაიფიქრებენ თუ არა, სუპერ რაგბის ყველა დროის საუკეთესო მელელოვის გარიცხვას, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მომდევნო სეზონში რეალის ფეხბურთელი ვიქნები", - ვარანმა ჭორებს წერტილი დაუსვა

მადრიდის "რეალის" ფრანგმა მცველმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:25

ბეილი: "ფეხბურთელები - გარკვეული ტიპის რობოტები ვართ"

მადრიდის "რეალის" შემტევმა, გარეტ ბეილმა, აღნიშნა, რომ ფეხბურთელები თავიანთ ცხოვრებას ვერ მართავენ.

დღეს, 21:10

კვლავ იკარდის გარეშე - არგენტინის ნაკრების განაცხადი კოპა ამერიკასთვის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, 2019 წლის კოპა ამერიკასთვის განცახადი დაასახელა.

დღეს, 20:56

რა ხდება ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე? ახალი დეტალები გამოიკვეთა

"რეალისა" და "აინტრახტის" მოლაპარაკებების ახალი დეტალები გაირკვა.

დღეს, 20:49

"ეს კარგი იქნებოდა", - დე ლიგტის მინიშნება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით

"აიაქსის" მცველი, მატეის დე ლიგტი ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:18

არსენალის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები იგეგმება - GOAL.COM

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შესაძლოა მოხდეს ზაფხულში "არსენალში".

დღეს, 20:13

პსჟ-მ ზაფხულის პირველი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა - AS

როგორც გავლენიანი გამოცემა AS წერს, ცნობილია, თუ რამდენი დაუჯდება "პსჟ"-ს ეს ტრანსფერი.

დღეს, 20:06

ვინ შეცვლის ალეგრის? - 2 ფავორიტი გამოკვეთილია

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ტურინულმა გრანდმა მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

დღეს, 20:03

ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელი იპოვნა, ბრძოლაში ლივერპულიცაა ჩართული

გარდა "ბაიერნისა", ამ ფეხბურთელისთვის "ლივერპულიც" იბრძვის.

დღეს, 19:56

იუვენტუსს დეშამი ჩაიბარებს? - სპეციალისტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ცნობით, "იუვენტუსი" შესაძლოა დიდიე დეშამმა ჩაიბაროს.

დღეს, 19:46

რეალის გულშემატკივრები 8 ფეხბურთელის გაშვებას ითხოვენ

"რეალის" გულშემატკივრებმა ის ფეხბურთელები შეარჩიეს, რომლებმაც ზაფხულში მადრიდული გრანდი უნდა დატოვონ.

დღეს, 19:42

"ეს უკვე სპორტი აღარ არის", - ლა ლიგის პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგიდან ორი გრანდის მოკვეთას ითხოვს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ხმაურიან განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:36

რა გზით ცდილობს სოლსკიაერი პოგბას შენარჩუნებას?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 19:28

ოფიციალურად: ჟირუს მომავალი გადაწყდა

აღნიშნულ ინფორმაციას "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 19:24

რა ბედი ელით რაკიტიჩსა და უმტიტის? - ფეხბურთელების პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 19:03

ისტორიული ტრანსფერის მოლოდინში - ნეიმარის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ედუარდო ინდა ავრცელებს.

დღეს, 18:55

აგენტმა ჟორჟინიოს მომავალს ნათელი მოჰფინა

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო "არისტოკრატებს" გასულ ზაფხულს შეუერთდა.

დღეს, 18:46

ლოპეტეგი ბრუნდება? - კლუბი, რომელიც სპეციალისტს იწვევს

მოგეხსენებათ, ხულენ ლოპეტეგი ბოლოს მადრიდის "რეალს" ედგა სათავეში.

დღეს, 18:43

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

წლევანდელი ევროსეზონი დასრულდება ინგლისური სანახაობით - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 18:41

ვინ შეცვლის სარის? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

მოგეხსენებათ, "ჩელსი" მზადაა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო სარი გაათავისუფლოს.

დღეს, 18:36

ფეხბურთელი, რომლის შეძენაც პსჟ-ს პრეზიდენტს შესთავაზეს

არ არის გამორიცხული, "პსჟ"-მ ზაფხულში საინტერესო ტრანსფერი განახორციელოს.

დღეს, 18:31

ბარსელონა და აიაქსი შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია! - Sky Sports

"აიაქსის" მცველი, მატეის დე ლიგტი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

დღეს, 18:27

"ეს ამაზრზენია", - საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ მბაპე გააკრიტიკა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, კრისტოფ დიუგარიმ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე გააკრიტიკა.

დღეს, 18:22

ობამეიანგმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა "არსენალიდან" წავიდეს.

დღეს, 18:17

პსჟ-მ ზაფხულისთვის მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

"პარი სენ ჟერმენი" ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

დღეს, 18:05

სენსაციური ინფორმაცია: რეალმა იოვიჩზე უარი თქვა, მიზეზი ცნობილია

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Jugones სენსაციურ განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 17:30

ხავი: "გრიზმანის შარშანდელმა უარმა ბარსელონა ძალიან გაანაწყენა"

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 17:17

ანდრე სილვამ სევილიადან წასვლის შესახებ გამოაცხადა

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ანდრე სილვამ, "სევილიადან" წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღეს, 17:12

გვარდიოლა: "მესის რეკორდებს ვერავინ მოხსნის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 16:42

დე იონგი ერედივიზიის წლის მოთამაშედ აღიარეს

ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ერედივიზიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 16:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10