სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში


სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

"არსენალი" - "კრისტალ პალასის" შეხვედრაში მე-10 წუთისთვის მასპინძლები უკვე 2:0-ს იგებდნენ. მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "არწივებმა" მოულოდნელი ქამბექი მოახდინეს, რის შედეგადაც, მეორე ტაიმის სტარტზე ტაბლოზე უკვე 2:2 ციმციმებდა.

"ლურჯ-წითლების" ბრძოლისუნარიანობისა და VAR-ის უშუალო დამსახურებით, "მეთოფეებმა" ლონდონურ დერბიში ორი ქულა დაკარგეს. "კანონირები" ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ინგლისის დედაქალაქის თეთრ-წითელ ნაწილში სატურნირო ცხრილისთვის არავის სცალია.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

"განერებში" კონფლიქტმა დაისადგურა, თანაც საკმაოდ სერიოზულმა. ყველაფერი სწორედ როი ჰოჯსონის გუნდთან შეხვედრაში დაიწყო. მეორე ტაიმის შუაში აშკარა გახდა, რომ უნაი ემერის კოლექტივს შეტევაში გაძლიერება სჭირდებოდა. ბასკმა მოიქმედა შემდეგი რამ:

ცენტრალური ნახევარმცველის, გრანიტ ჯაკას ნაცვლად, მოედანზე იუნიორი, ბუკაიო საკა შემოვიდა. "ემირეიტსი" შვეიცარელს თავდაპირველად ტაშს უკრავდა, მაგრამ ის მწვრთნელის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა და მოედანს ნელი ნაბიჯებით ტოვებდა.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "არსენალს" რაც შეიძლება მალე სჭირდებოდა გოლის გატანა. ცხადია, ტაში მომენტალურად სტვენამ ჩაანაცვლა, მაგრამ ლონდონელთა კაპიტნის გონებაში არაფერი შეცვლილა, პირიქით, ის კიდევ უფრო აგრესიული გახდა.

წარმოშობით ალბანელმა თავდაპირველად ხელი არ ჩამოართვა "მეთოფეების" თავკაცს, შემდეგ კი მოხდა კულმინაცია - ყურთან აწეული ხელი და "fuck off" თავისი გუნდის ქომაგების გასაგონად და მისამართით. ბონუსად კი ძირს დაგდებული "კანონირების" მაისური.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

"ჯაკა არასწორად მოიქცა, მაგრამ გასახდელში ყველაფერს მოვაგვარებთ. მას არ ვამართლებ, თუმცა პირველ რიგში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო", - ესპანელი მწვრთნელი მატჩის შემდეგ. ინგლისურმა პრესაც ამ ყველაფერს ისიც მიამატა, რომ 27 წლის შუახაზელი გასახდელში ჭურჭელს ლეწავდა.

"კრისტალ პალასთან" შეხვედრის შემდეგ, "განერებში" ასეთი მდგომარეობაა - გულშემატკივრები შვეიცარელის თავს ითხოვენ, ემერი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, ფეხბურთელები თანაგუნდელს გვერდში უდგანან, კლუბის ლეგენდები და ინტრიგანი ჟურნალისტები კი მას აკრიტიკებენ.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

დიახ, გრანიტი არ დაინდო ალკოჰოლური სასმელების ექსპერტმა, ტონი ადამსმა და ჩარლი ნიკოლასმა (ვინ?). "ემირეიტსზე" დამკვიდრდა მოსაზრება, თითქოს გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი აღნიშნულ წოდებას არ იმსახურებს. ბასკმა თავკაცმა კაპიტნის სამკლაური მოგვიანებით მესუტ ოზილს გადასცა.

ცნობისთვის, ეს ის ოზილია, რომელიც უნაის მთელი ზაფხულის განმავლობაში "ფენერბახჩეში" გადაჰყავდა. როგორც ვხედავთ, "არსენალს" რთულ პერიოდში გერმანელიც დასჭირდა. დიახ, წარმოშობით ალბანელი მართლაც ცუდად მოიქცა, მაგრამ ლონდონელი ფანების საქციელი ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

"მეთოფეების" გულშემატკივრები 27 წლის ფეხბურთელის ცოლს მოკვლით ემუქრებიან, მის ახლად შეძენილ შვილს კი კიბოთი დაავადებას უსურვებენ, ნორმალურია? არა. ჯაკამ რთულ მომენტში უბრალოდ ემოციები ვერ მოთოკა, "კანონირების" ქომაგები კი ადამიანობას ფეხ ქვეშ თელავენ.

საერთოდაც, როდიდან ჰყავთ "განერებს" ასეთი რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრები? მათი გაგებაც შეიძლება - როდესაც მობეზრებული მეოთხე ადგილიც კი სანატრელი გიხდება, რთულია აგრესიის გულში შენახვა. რაც არ უნდა იყოს, საფეხბურთო სამყარო შერიგების მოლოდინშია, მაგრამ რამდენად სჭირდება ეს შვეიცარელს, სხვა საკითხია.

სიკვდილისთვის განწირული ცოლ-შვილი - ჯაკასა და ფანების კონფლიქტი დეტალებში

რომელმა მხარემ გადააჭარბა უფრო?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ჰავბექმა ფაფ დე კლერკმა თანაგუნდელი გაამასხარავა.

დღეს, 00:01

მოურინიომ ტოტენჰემში პირველი ხმაურიანი ტრანსფერი დაგეგმა

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემი" დღეს ოფიციალურად ჩაიბარა.

გუშინ, 23:29

"იქ ჩვენი ადგილი არ არის", - მოურინიო ტოტენჰემის მდგომარეობაზე

"ტოტენჰემის" ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:49

რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესზე მალულად იქორწინა

პრესის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქორწილის ფოტოები გავრცელდება.

გუშინ, 22:42

მოურინიო: "რას შემიძლია დავპირდე ტოტენჰემს?"

ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემში" პირველ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:34

მთავარი მიზეზი, რომელიც იბრას მილანში დაბრუნებას აბრკოლებს

ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა შესაძლოა "მილანში" გააგრძელოს.

გუშინ, 22:25

ბექჰემის კლუბმა 5 ფეხბურთელს გაუფორმა კონტრაქტი

MLS-ის ახალმა კლუბმა, "ინტერ მაიამიმ" ხუთ თავისუფალ აგენტს გაუფორმა კონტრაქტი.

გუშინ, 22:21

ტოტენჰემში მოურინიოს სამწვრთნელო შტაბის წევრები ცნობილია

ჟოზე მოურინიო დღეს "ტოტენჰემის" ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა.

გუშინ, 21:31

მანჯუკიჩი გამოირიცხა, მანჩესტერს ახალი სამიზნე ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 21:27

უარი არეოლაზე - რეალმა კურტუას კონკურენტი შეარჩია

როგორც ჩანს, "რეალი" "პსჟ"-ს გოლკიპერ ალფონს არეოლას არ შეისყიდის.

გუშინ, 21:23

შეხვედრა შედგა - პოჩეტინოს პირველი მსურველი უკვე ჰყავს

მოგეხსენებათ, მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემიდან" გუშინ გაათავისუფლეს.

გუშინ, 21:18

არსენალი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს უმიზნებს

"არსენალის" ხელმძღვანელობა საკმაოდ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.

გუშინ, 21:15

მანჩესტერი და რომა ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "რომამ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 20:41

გრანდები საქმეში - ჯაკას არსენალიდან წასვლა ახლოვდება

ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას "არსენალიდან" წასვლა უფრო და უფრო ახლოვდება.

გუშინ, 20:36

კაკაბაძე ტრავმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა ჩვენი ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ.

გუშინ, 20:31

მორატიმ ინტერის ფანების საოცნებო მწვრთნელი დაასახელა

"ინტერის" ექს-მფლობელმა, მასიმო მორატიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:30

მოურინიო ტოტენჰემის პრიორიტეტული არჩევანი არ ყოფილა

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 20:24

გრანდი, სადაც გადასვლაზეც ჩალჰანოღლუ უარს არ იტყვის

"მილანის" ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:17

გოჩა სვანიძე: "არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკულ კლუბებსაც ვეთამაშოთ"

უკვე გაუწყეთ, რომ 18 ივლისს საქართველოს ნაკრები სტუმრად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას ესტუმრება.

გუშინ, 20:13

"ჩემთვის შოკია", - ტოტენჰემის ფეხბურთელი პოჩეტინოს წასვლაზე

"ტოტენჰემის" მცველმა, ბენ დეივისმა მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 19:40

დელე ალი ტოტენჰემიდან პოჩეტინოს გაშვებას გამოეხმაურა

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, დელე ალიმ მაურისიო პოჩეტინოს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 19:35

რა თანხა დაუჯდება ტოტენჰემს პოჩეტინოს გათავისუფლება?

"ტოტენჰემს" მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლების შემდეგ კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

გუშინ, 19:28

ტოტენჰემში მთავარ მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა ახსნეს

მოგეხსენებათ, ლონდონის "ტოტენჰემის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა.

გუშინ, 19:23

შეთანხმება ახლოსაა - ატლეტიკო ტრანსფერს ახორციელებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:15

გამოცდა ოლდ ტრანფორდზე: მოურინიო პირველ ტოპ მატჩს მანჩესტერთან გამართავს

როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა.

გუშინ, 18:13

მანჯუკიჩი არჩევანს ორ გუნდს შორის გააკეთებს

როგორც მოგეხსენებათ, მარიო მანჯუკიჩი ტურინის "იუვენტუსის" დატოვებასთან არის ახლოს.

გუშინ, 17:34

"ფატის დუბლებში გადასვლა მოუწევს", - კლუივერტი

"ბარსელონას" აკადემიის დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა, ანსუმანე ფატის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 17:27

ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული რეკორდი დაამყარა - პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მსუბუქმა ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში ისტორიულ შედეგს მიაღწია.

გუშინ, 17:19

ფოტოები: ტოტენჰემმა მოურინიო წარადგინა

როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო ოფიციალურად "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

გუშინ, 17:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10