» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ხამეს როდრიგესის უკმაყოფილების 5 მიზეზი


ხამეს როდრიგესის უკმაყოფილების 5 მიზეზი

ხამეს როდრიგესის და მადრიდის „რეალის" ურთიერთობა უკვე დიდი ხანია მერყევია და ამ სეზონში, „ბაიერნში" იჯარით გატარებული ორი წლის შემდეგ დაბრუნებული კოლუმბიელი ძალიან ცოტას თამაშობს.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, ხამესი „რეალში" ყოფნით იმდენად დაიღალა, რომ კვირას, მწვრთნელს თავად სთხოვა, „ბილბაოსთან" მატჩში განაცხადში რომ არ ყოფილიყო.

კოლუმბიელი „ბერნაბეუზე" თავისი მდგომარეობით სხვადახსვა მიზეზების გამოა უკმაყოფილო.

1. გუნდის იერარქიაში უკანასკნელი

ხამესის მცირე სათამაშო დროის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა კონკურენცია დასახელდეს, რომელიც გუნდს შეტევაში აქვს. ზიდანის განკარგულებაში ისკო, ლუკას ვასკესი, როდრიგო, იოვიჩი, ბეილი, მარიანო და ბრაჰიმი არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც აზარი, ვინისიუსი და ბენზემა არიან.

2. საკვანძო მატჩი „მალიორკას" წინააღმდეგ

ოქტომბერში ხამესმა „მალიორკასთან" მატჩში მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა, როცა „რეალი" „სონ მუაზე" 0:1 დამარცხდა. ამის შემდეგ, ნახევარმცველს ლა ლიგაში საერთოდ აღარ უთამაშია და მხოლოდ ივნისის ბოლოს, „სოსიედადთან" მატჩში გაატარა მოედანზე 78 წუთი.

3. მას თავი მნიშვნელოვნად არასდროს უგრძვნია

ჯერ კიდევ ზიდანთან პირველი მუშაობის შემდეგ, ხამესს გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად თავი არასდროს უგრძვნია. ამ სეზონში მან „პსჟ-სთან" და „სევილიასთან" უმნიშვნელოვანესი მატჩები სასტარტოდან დაიწყო, თუმცა გუნდის საკვანძო კომპონენტი მართლაც არასდროს ყოფილა.

4. დეჟავუ სეზონის ბოლოს

სამი წლის წინ, როცა ზიდანმა და „რეალმა" ოქროს დუბლი შეასრულეს და ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, სეზონის ბოლოს ხამესი ძალიან ცოტას თამაშობდა. მსგავსი ისტორიაა ახლაც: ზიდანი სატიტულო რბოლაში მონაწილეობისას, ფსონს ხამესზე ძალიან იშვიათად აკეთებს.

5. ფიქრები მომავალზე

ხამესს „რეალთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ 29 წლის ასაკში მას უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა კოლუმბიის ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსი შეინარჩუნოს. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი მომავალი მას სულ რაღაც რამდენიმე კვირაში აქვს გადასაწყვეტი, უნდა ვაპატიოთ მას ის, რომ ბოლო პერიოდში, „რეალში" სათამაშოდ მოტივირებული აღარ არის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ევროპა ლიგის მატჩები, რომლებზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

ევროპა ლიგის დაბრუნებასთან ერთად, ვაბრუნებთ ჩვენ ტრადიციულ რუბრიკას „დღის ფსონი“, რომელშიც ვეცდებით, გამარჯვებაში დაგეხმაროთ.

დღეს, 11:28

შეთანხმება ახლოსაა, ობამეიანგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"არსენალის" თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია, წერენ ბრიტანულ პრესაში.

დღეს, 20:10

ჟორჟინიო იუვენტუსში? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს აგენტმა თავისი კლიენტის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 20:05

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" გასამართ 1/4 ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 18:56

"ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივრად დავრჩები", - გვარდიოლა რეალთან მატჩის წინ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" გასამართი მატჩის წინ ისაუბრა.

დღეს, 18:51

"ბოლო წლებში ამაზე გვისაუბრია", - გვარდიოლამ სიტის მთავარი პრობლემა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:42

დორტმუნდში სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა გგარემარბ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 18:35

პრემიერ ლიგის კლუბებმა ხუთ ცვლილებაზე უარი განაცხადეს

2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგის გუნდები სტანდარტული სამი ცვლილების წესს დაუბრუნდებიან.

დღეს, 17:46

იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი - მილანმა იოვიჩის დამატებაზე უარი თქვა

"მილანმა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "რეალის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის დამატება იუარა.

დღეს, 17:34

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი ინტერის ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 17:06

ESPN: კონტრაქტი შეთანხმებულია, ვილიანი ცალი ფეხით ახალ კლუბშია

"ჩელსის" თავდამსხმელი, ვილიანი, დიდი ალბათობით, კარიერას სხვა ლონდონურ კლუბში გააგრძელებს.

დღეს, 17:01

"მანჩესტერ სიტიში მის შესახებ ყველამ იცის", - გიუნდოგანი ვერნერს უფრთხის

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა "ჩელსის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერზე ისაუბრა.

დღეს, 16:55

"მესი ინტერში?", - ვერატი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, მარკო ვერატი "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის "ინტერში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 16:38

ავტომობილები, რომელთა ყიდვის უფლება ყველას არ აქვს: ლიმიტირებული ჰიპერქარები

წარმოიდგინეთ სიტუაცია - ავტომობილში გადაიხადეთ ფული, მაგრამ მისი სახლში წაყვანის შესაძლებლობა არ გაქვთ. უცნაურია?

დღეს, 16:36

"ისინი არ იყიდებიან", - ბარსას პრეზიდენტმა ხელშეუხებელი ფეხბურთელები დაასახელა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაასახელა კლუბის ის ფეხბურთელები, რომლებიც არ იყიდებიან.

დღეს, 16:30

ბარსელონას ახალი კონტრაქტი სურს - ფატის პასუხი ცნობილია

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ანსუ ფატისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

დღეს, 16:24

ლამპარდი დაცვას აძლიერებს - ჩელსიმ ვარიანტს ატლეტიკოში მიაგნო

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერება აპირებს.

დღეს, 16:20

Sport.es: კოუტინიო პრემიერ ლიგაში ბრუნდება

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთანაა ახლოს, წერს Sport.es.

დღეს, 16:12

"ყველაფერი ნულიდან იწყება" - ჯანო ანანიძის პირველი კომენტარი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს.

დღეს, 16:08

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანიის ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.

დღეს, 15:54

ვან დეიკი აკეს სიტიში გადასვლას გამოეხმაურა

"ლივერპულის" ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი ნატან აკეს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 14:06

სქოულზი: "სოლსკიაერმა უკვე იცის, თუ ვინ უნდა გაყიდოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ოლე-გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:59

"ლა ლიგის დასრულების შემდეგ, მხოლოდ სიტის თამაშის ანალიზით ვარ დაკავებული", - კაზემირო

მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი, კარლოს კაზემირო "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისთვის თავისებური მეთოდებით ემზადება:

დღეს, 13:49

ოფიციალურად: ბარსელონამ ბრაზილიელი ვუნდერკინდი გაიფორმა [VIDEO]

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბმა დაიმატა "სან-პაულუს" თავდამსხმელი, გუსტავო მაია.

დღეს, 13:20

სილვას ახალი გუნდი ცნობილია?!

ნიკოლა სკირას ტვიტერს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" კაპიტნის, დავიდ სილვას ახალი გუნდი ცნობილი გახდა.

დღეს, 13:03

კულიბალის პრემიერ ლიგაში ერთი მსურველი გამოაკლდა

ESPN-ის თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის პრემიერ ლიგაში ერთი მსურველი გამოაკლდა.

დღეს, 12:53

ფელიქსს კარიერის პრემიერ ლიგაში გამოსწორების შანსი ეძლევა

Sky Sports-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოში" გატარებულმა წარუმატებელმა სეზონმა ჟოაო ფელიქსის აქტუალურობაზე გავლენა არ იქონია.

დღეს, 12:47

ბარსელონა მარცხდება - ლაუტაროსთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

Sky Sports-ის თანახმად, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც დაინტერესებულია მილანის "ინტერის" თავდამსხმელით,

დღეს, 12:34

მიზეზი, რის გამოც დორტმუნდი სანჩოს ვეღარ აკავებს

Sport Bild-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსია" თავის შემტევს, ჯეიდონ სანჩოს კლუბში ვეღარ აკავებს. მიზეზი -

დღეს, 12:25

ტაილანდის მე-4 დივიზიონიდან საქართველოში - მეშახტემ იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა

ტყიბულის "მეშახტემ" იაპონელი ფეხბურთელი ვატაბე ტიაგა დაიმატა, რომელიც 28 წლისაა და ბოლოს ტაილანდის მე-4 დივიზიონში თამაშობდა.

დღეს, 12:17
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10