რატომ არ იყო ჭიაბრიშვილი? - დინამო თბილისის თავკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ეროვნული ლიგის გასულ ტურში "დინამო თბილისი" სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდა და 1:2 გაიმარჯვა.
აღნიშნულ მატჩს დინამოელთა თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი ვერ დაესწრო და გუნდი მისმა ასისტენტმა ბესიკ დეკანოიძემ გაიყვანა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ჭიაბრიშვილის გულის პრობლემები აქვს და რამდენიმე დღის წინ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.
ამჟამად, ჭიაბრიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, შემდეგ მატჩში გუნდს ის გაიყვანს.