იტალიელი ლეგენდები პუტინს და კადიროვს ჩეჩნეთში ესტუმრებიან და მატჩს ჩაატარებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იტალიელი ლეგენდები პუტინს და კადიროვს ჩეჩნეთში ესტუმრებიან და მატჩს ჩაატარებენ


იტალიელი ლეგენდები პუტინს და კადიროვს ჩეჩნეთში ესტუმრებიან და მატჩს ჩაატარებენ

7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინს 65 წლის იუბილე აქვს და ცნობილია, რომ დაბადებისდღეს ის ჩეჩნეთში აღნიშნავს.

რუსეთის პრეზიდენტის წვეულების ორგანიზებას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აიღებს თავის თავზე.

ცნობილია, რომ მან იტალიელ ლეგენდებს სთხოვა ჩასვლა და ისინი პუტინის დაბადებისდღის აღსანიშნავად ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ერთ მხარეს იქნება ადგილობრივი გუნდი "ლიდერი", მეორე მხარეს კი იტალიელი ლეგენდებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩეჩნური პრესა წერს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორ სკილაჩი და სხვა იტალიელი ლეგენდები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში ჩეჩნეთში, რამზან კადიროვს რონალდინიოც ესტუმრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები