ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ბარსელონას ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი

ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ბარსელონას ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი
თარიღი 05 May 2022, 16:17

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე "ლიდსის" შემტევი ნახევარმცველი, რაფინია დიასია.

როგორც ბრიტანულ მედიაში წერენ, კატალონიური გრანდი სეზონის დასრულებას არ დაელოდება - "ლურჯ-ბროწეულისფრები" 25 წლის ბრაზილიელის თაობაზე წინადადების გამზადებას და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებენ.

"ლიდსთან" გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, თუ გუნდი პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითდება, რაფინიას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ფუნტი იქნება.

მიუხედავად ამისა, "ბარსას" სამხრეთამერიკელი შემტევის ყიდვას იმ შემთხვევაშიც ეცდება, თუ "ლიდსი" ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.