ძველი პოზიციების დაბრუნება რონალდუს დახმარებით - PES-ის გეგმა FIFA-ს წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ, ტურინის "იუვენტუსმა" Konami-სთან ექსკლუზიური შეთანხმება დადო. აღნიშნული გარიგების შედეგად, "ბებერი ქალბატონი" PES 2020-ში ლიცენზირებულად იქნება წარმოდგენილი, რაც გულისხმობს კლუბის ორიგინალურ სახელს, ლოგოს, ფორმას, შემადგენლობასა და სტადიონს.
ერთი სიტყვით, Pro Evolution Soccer 2020-ში რეალისტურ "ბიანკონერის" ვიხილავთ. Konami-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ Electronic Arts-ს "შავ-თეთრების" გამოყენების ბედნიერება აღარ აქვთ. FIFA 20-ში "იუვე" აუცილებლად იქნება, მაგრამ სხვანაირი.

კერძოდ - ტურინელებს ერქმევათ "Piemonte Calcio" და მათი ემბლემა, ეკიპირება და არენა ნამდვილისგან განსხვავებული იქნება. უცვლელი მხოლოდ შემადგენლობა დარჩება. აღსანიშნავია, რომ PES-ის პარტნიორი აგრეთვე არის "ბარსელონა", "ბაიერნი" და "მანჩესტერი", მაგრამ ექსკლუზიური: მხოლოდ "ბებერი ქალბატონი".
როგორც ვხედავთ, კატალონიელების, მიუნხენელებისა და "იუნაიტედის" მიმართებაში Pro Evolution Soccer-ი და FIFA თანაბრად არიან, "ბიანკონერის" სახით კი Konami-ს EA Sports-ზე სერიოზული უპირატესობა აქვს. რა გამოიწვია "შავ-თეთრებისა" და იაპონელების თანამშრომლობამ? Electronic Arts-ის აქციების ფასების ვარდნა.

Konami-ს ოფიციალური განცხადების შემდეგ, კანადური კომპანიის აქციები სულ რაღაც რამდენიმე საათში 3.28%-ით გაუფასურდა, რაც ფინანსურად მინუს 732 მილიონ ევროს ნიშნავს. ცნობისთვის, EA-ს მთლიანი შემოსავლის 14%, ანუ 2.3 მილიარდი ევრო FIFA-ს გაყიდვის შედეგად მოდის.
არა, Pro Evolution Soccer-ს კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით თავის კონკურენტამდე ბევრი უკლია (ჯერჯერობით), რადგან Electronic Arts-ი ფლობს უმსხვილეს ფრანშიზას, სადაც ლიცენზირებულად წარმოდგენილია მუნდიალი, ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა.

Konami მხოლოდ "იუვენტუსით" EA Sports-ს ვერ ჩაძირავს, თუმცა ფაქტია, რომ ტურინელებთან თანამშრომლობა FIFA-სთვის ცივი შხაპი ან სახეში დარტყმა აღმოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ PES-ი თავის კანადურ კონკურენტზე მაღლა ყოველთვის იდგა.
დიახ, Electronic Arts-ს ჰქონდა ლიცენზიები, პოპულარული საუნდტრეკები და სხვადასხვა კომერციული ინოვაციები, მაგრამ ფეხბურთის გურმანები Konami-სკენ იხრებოდნენ. იაპონური სიმულატორი ყოველთვის იყო უფრო რეალისტური, როგორც გრაფიკით, ისე თამაშის პროცესითაც.

ერთი სიტყვით, FIFA ითვლებოდა პოპ-მეინსტრიმად აბსოლიტურად ყველასთვის, Pro Evolution Soccer-ი - ელიტარულ ანდერგრაუნდათ. რაც შეეხება ლიცენზიებს, სხვადასხვა დამატებებისა და გაფართოებების (პატჩების) საშუალებით, აღნიშნული პრობლემა არც PES-ში იგრძნობოდა.
Konami-ს ზღაპარი დასრულდა 2013 წელს და ბევრის აზრით, იაპონელებმა თავი საკუთარი ხელებით გაინადგურეს. Pro Evolution Soccer-ში კარდინალურად შეიცვალა გეიმპლეი, რაც ახალი კროს-პლატფორმის, Fox Engine-ს დაყენებამ განაპირობა. უბრალოდ შეადარეთ ერთმანეთს 2013 წლის გენიალური სიმულატორი მის გამგრძელებელს.

PES-ის მომხმარებელთა უმეტესობა FIFA-ზე გადავიდა, რადგან Electronic Arts-ის ქმნილება ლიცენზირებულ პროდუქციასთან ერთად Konami-ს უკვე გამოსახულებითაც ჯობდა. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, იაპონელთა ფეილი რომ არა, EA-ს უპირატესობა ასეთი გამოკვეთილი არ იქნებოდა.
Pro Evolution Soccer 2020 გამოდის 10 სექტემბერს და უნდა ითქვას, რომ სიმულატორი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახალი იქნება. კანადელები კი თავიანთ პროდუქტს 17 დღის შემდეგ წარადგენენ. ვნახოთ, რით დასრულდება კიბერ-დუელი Konami-სა და EA Sports-ს შორის.
PES 20-ისა და FIFA 20-ის შედარება