ავტორიზაცია

ბალოტელი: "აფრო-იტალიელი ვარ და ამით ვამაყობ, ხალხს ვეზიზღები და ვერ მიტანენ, საჭირო თუ არ ვარ"

ბალოტელი: "აფრო-იტალიელი ვარ და ამით ვამაყობ, ხალხს ვეზიზღები და ვერ მიტანენ, საჭირო თუ არ ვარ"
თარიღი 03 მარ 2022, 18:59

თურქული "ადანა დემირსპორის" თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ საკუთარ თავს აფროი-ტალიელი უწოდა და რასიზმის შესახებ ისაუბრა.

"აფროი-ტალიელი ვარ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ აფრიკული სისხლიც მაქვს და იტალიურიც", - ციტირებს "სუპერ მარიოს" სიტყვებს The Athletic-ი.

"ხალხი შენზე მაშინ ზრუნავს, როცა სჭირდები. ეს ბევრი ფეხბურთელის შემთხვევაში მინახავს. თუ ადამიანებს სჭირდები, მათ უყვარხარ. თუ არ სჭირდები, ვერ გიტანენ. შემდეგ რასიზმის ნიშნით შეურაცხყოფას გაყენებენ და სხვა სისულელეებს ამბობენ".

"ყველა იტალიელზე არ ვსაუბრობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ იტალიის ზოგიერთ რაიონში ხალხს არ ვუყვარვარ. მაგრამ ახლა გადაფიქრეს - შესაძლოა, მათ დავჭირდი. თუმცა, როგორც კი რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა, კვლავ დაიწყებენ ჩემს შეურაცხყოფას", - დასძინა ბალოტელიმ.

მოგეხსენებათ, 31 წლის ფორვარდი დიდხნიანი პაუზის შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებში კვლავ გამოიძახეს.