TOP 5 ტრანსფერი საქართველოს ჩემპიონატში



დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრემ. შესაბამისად, გუნდების დაკომპლექტება უკვე დასრულებულია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უმაღლეს ლიგაში ბინადარი გუნდების უმეტესობაში ცვლილებები მოხდა, ზოგი ფეხბურთელი უცხოურ კლუბში წავიდა სათამაშოდ, ზოგი კი, საქართველოში დარჩა და კარიერას სხვა ქართულ გუნდში გააგრძელებს. ფაქტია, რომ ქართული გუნდები ამ ზამთარს საკმაოდ გაძლიერდნენ, რამდენიმე ლეგიონერი, რომელიც აქამდე საზღვარგარეთ ირჯებოდა, ამიერიდან საქართველოში გააგრძელებს კარიერას. საფეხბურთო საიტი GOAL.GE გთავაზობთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ჩემპიონატში განხორციელებული ტრანსფერების TOP 5-ეულს: 10003899_316239195227836_1770008256877723900_n 1) ირაკლი კლიმიაშვილი  ("სკონტო" ---> "ტორპედო") ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო ტრანსფერად ირაკლი კლიმიაშვილის საქართველოში დაბრუნება დავასახელეთ. როგორც იცით, კლიმიაშვილი რამდენიმე წელი ლატვიის ჩემპიონატში, კერძოდ, რიგის "სკონტოში" ირჯებოდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა. "სკონტომდე" ირაკლი სხვა უცხოურ გუნდებში ასპარეზობდა ("ფახთაქორი" და "ანჟი"), 2012-2013 წლებში კი, საქართველოში დროებით დაბრუნდა და ამ ერთ წელიწადში ორ ქართულ გუნდში იასპარეზა ("დილა" და "სიონი"). ამის შემდეგ, იწყება კლიმიაშვილის ლატვიური კარიერა, საერთო ჯამში კი, კლიმიაშვილმა "სკონტოს" მაისური 51-ჯერ მოირგო და 5 ბურთის გატანა მოახერხა. საქართველოს ჩემპიონატში კლიმიაშვილს საუკეთესო წლები თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" აქვს გატარებული (61 მატჩი, 3 გოლი). კლიმიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იყო 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. 26 წლის ნახევარმცველს თითოჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი, ასევე, კლიმიაშვილს მოგებული აქვს უზბეკეთის თასიც. ირაკლი კლიმიაშვილის სატრანსფერო ფასი 275 000 ევროა. sabanadze 2) ნიკოლოზ საბანაძე  ("დინამო" ---> "ტორპედო") მეორე ნომრად კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" მიერ განხორციელებული ტრანსფერი დავაყენეთ. ამ ზამთარს ქუთაისურ კლუბს დაუბრუნდა 23 წლის თავდამსხმელი, ნიკა საბანაძე, რომელმაც სეზონი თბილისის "დინამოს" რიგებში დაიწყო და ქუთაისურ შეხვედრაში "ტორპედოს" 2 გოლი გაუტანა, საერთო ჯამში კი, ნიკამ "დინამოს" რიგებში 14 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა. "დინამომდე" საბანაძე მცირე ხნით, ზესტაფონის "ზესტაფონში" ირჯებოდა, სადაც კვლავ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე იყო (15 მატჩი, 8 გოლი). აღსანიშნავია, რომ საბანაძეს "ტორპედოსთან" კარგი მოგონებები აკავშირებს, ის ქუთათურთა რიგებში 2010-2014 წლებში ირჯებოდა და გუნდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. სულ , ნიკამ "ტორპედოს" მაისური 111-ჯერ მოირგო და მოწინააღმდეგის გუნდის მეკარეები 28-ჯერ დაამწუხრა. საბანაძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ტიტულებს კი, ჯერ მხოლოდ საქართველოს სუპერთასი შეადგენს, რომელიც საბანაძემ შარშან თბილისის "დინამოსთან" ერთად მოიგო. ნიკა საბანაძის სატრანსფერო ფასი 400 000 ევროა. shariqadze 3) ლევან შარიქაძე  ("ზესტაფონი"  ---> "სამტრედია") მე-3 ადგილზე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ლევან შარიქაძის ტრანსფერი დავაყენეთ, რომელიც ერთი იმერული გუნდიდან მეორეში გადაბარგდა. როგორც მოგეხსენებათ, შარიქაძე 2011 წლიდან "ზესტაფონში" ასპარეზობდა, ხოლო, ახლა ის "სამტრედიას" რიგებში გადავიდა და მეორე იმერული გუნდის წარმატებისთვის იბრძვის. შარიქაძის "სამტრედიაში" გადასვლა ზაფხულში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ გუნდები ფასზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც ჩაიშალა. შარიქაძეს "ზესტაფონის" რიგებში 95 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 7-ჯერ მოახერხა. ლევან შარიქაძე ყველამ "გაგრაში" თამაშის დროს გაიცნო, სადაც ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნეოდა. გაგრელთა რიგებში მას 52 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 8-ში თავის გამოჩენა მოახერხა. ლევან შარიქაძეს კარიერის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატი და თასი თითოჯერ აქვს მოგებული, ხოლო, სუპერთასის მფლობელი ის ორჯერაა გამხდარი. ლევან შარიქაძის სატრანსფერო ღირებულება 275 00 ევროა. tevzadze 4) გიორგი თევზაძე  ( "საბურთალო" --->  "სამტრედია") ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გიორგი თევზაძის "სამტრედიაში" გადასვლა იყო, სადაც ის ზაფხულმდე არენდით იასპარეზებს. როგორც მოგეხსენებათ, 18 წლის მცველი სამტრედიელია და მას საშუალება აქვს, მშობლიური ქალაქის გულშემატკივრებს თავი სტაბილური თამაშით შეაყვაროს, რომელიც დამახასიათებელია ახალგაზრდა მცველისთვის. თევზაძეს წლეულს დებიუტი ექნება უმაღლეს ლიგაში, აქამდე ის "საბურთალოს" რიგებში გამოდიოდა, ეს გუნდი კი, უმაღლეს ლიგაში არასდროს ყოფილა. საბოლოო ჯამში, თევზაძეს "საბურთალოს" რიგებში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი ერთხელ გამოიჩინა.  გიორგი თევზაძე საქართველოს 17 და 19 წლამდეთა ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა. 10410515_797611403613959_6643167012882832832_n 5) ვაჟა ტაბატაძე  ( "ტორპედო"  --->  "დინამო") ხუთეულის ბოლო წევრი თბილისის "დინამოს" ახალწვეული, ვაჟა ტაბატაძეა, რომელიც აქამდე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და მშობლიური ქალაქის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველას ახსოვს ტაბატაძის სტაბილური და აგრესიული თამაში როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში და ვინ იცის, რომ არა ის მძიმე ტრავმა, სად იქნებოდა ახლა 24 წლის მარჯვენა მცველი... ვაჟა ტაბატაძეს საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია და დებიუტი არც ქვეყნის უპირველეს გუნდში ჰქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ტაბატაძე "ტორპედოს" სკოლის აღზრდილია, ხოლო, ძირითად გუნდში ის 2010-2014 წლებში ასპარეზობდა და 43 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. ვაჟა ტაბატაძის სატრანსფერო ფასი 325 000 ევროა. მომზადებულია გუკა მელქაძის მიერ.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

არტეტა: "ობამეიანგი დარჩენაზე უნდა დავიყოლიოთ"

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, გუნდის ლიდერის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 09:08

კავანი პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში შევიდა

ფეხბურთელი, რომელიც იანვარში გუნდის დატოვებასთან იყო ახლოს, ფრანგული გუნდის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.

დღეს, 09:05

როდრიგო გოლის პროვოკაციული აღნიშვნის გამო გააძევეს - ბრაზილიელი კლასიკოს გამოტოვებს [VIDEO]

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი, როდრიგო გოესი, მოახლოვებულ კლასიკოში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

დღეს, 08:47

გიორგი ქვილითაია: "ცუდი პერიოდი მქონდა და იმედია, ეს გოლი დაბრუნებაში დამეხმარება"

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში "გენტი "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

დღეს, 04:32

მეტოქემ მზადება უკვე დაიწყო: ბელარუსმა გუშინ პირველი მატჩი გამართა

26 მარტს, "დინამო არენა" დიდ მატჩს უმასპინძლებს. ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

დღეს, 03:38

არსენალის ფეხბურთელმა რეკორდი დაამყარა - პირველად 21-ე საუკუნეში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ევერტონს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 03:31

5:0 წაგების შემდეგ, თემურ ქეცბაიას პირველ კომენტარს აკეთებს

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" მოულოდნელად, 5:0 დამარცხდა „ახნასთან."

დღეს, 03:20

გიორგი შერმადინი: "ვიცი, ტელევიზორთან უამრავი ადამიანი გვქომაგობდა და მადლობა მათ"

სერბეთთან მოგებული სენსაციური მატჩის შემდეგ კომენტარს ჩვენი ნაკრების ლიდერი გიორგი შერმადინი აკეთებს.

დღეს, 03:15

ილიას ზუროსი: "ჩვენთვის მოგება მთავარი არაა - ამით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე მოგებით"

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სენსაცია დააფიქსირა და სტუმრა სერბეთი 94:90 დაამარცხა.

დღეს, 03:03

რა ხდებოდა გასახდელში, როცა საქართველოს ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა? [VIDEO]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი სენსაცია დააფიქსირა.

დღეს, 02:59

ბექა მიქელთაძემ ახალ გუნდში პირველივე მატჩში დუბლი გაიფორმა [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ ახალ გუნდში თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა და დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:57

მორიგი სუპერ მატჩში პარიზში: 6 გოლი და პსჟ-ს გამარჯვება [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ბოლო მატჩი ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

დღეს, 02:54

ფელიქსი გოლით დაბრუნდა - ატლეტიკომ საკუთარ მოედანზე მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალს" შორის.

დღეს, 02:51

ქართველების ყველა მომენტი: ჩაკვეტაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და ქვილითაიას გოლი [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტი" შინ "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 01:19

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა და 3:0! [VIDEO]

მესამე გოლში დიდი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუშინ, 23:28

ორივე გოლი ქვილითაიას დამსახურებით - გოლი და მოპოვებული პენალტი [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტი" "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

გუშინ, 23:16

ბარსელონამ ლაუტაროს კონტრაქტი შესთავაზა, პირობები ცნობილია

"ბარსელონამ" "ინტერის" თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს კონტრაქტი შესთავაზა.

გუშინ, 23:15

განცხადება, რომლის გამოც რამოსს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

"რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი შესაძლოა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

გუშინ, 23:07

ლივერპულის ლეგენდამ დაასახელა კლუბები, სადაც შესაძლოა ვან დეიკი გადავიდეს

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელის აზრით, ვირჯილ ვან დეიკმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 22:58

უხვგოლიანი მატჩი ემირეიტსზე - არსენალმა ევერტონი დაამარცხა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "არსენალმა" "ევერტონს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:43

ფერნანდეში: "მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებისთვის ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:35

მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრანდ-სლემის გამარჯვებულია!

დიუსელდორფის გრანდ-სლემის ბოლო დღ​ეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს.

გუშინ, 22:24

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში შევიდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა სადებიუტო გოლი გაიტანა.

გუშინ, 22:12

აღშფოთებული იკარდი - არგენტინელმა პსჟ-ში სკანდალი მოაწყო

"პსჟ"-ს ფორვარდი, მაურო იკარდი გუნდის მწვრთნელის, ტომას ტუხელის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა.

გუშინ, 22:09

დიდი სენსაცია: საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი დაამარცხა!

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 22:00

17 წლის მცველი, რომლის შეძენაც იუვენტუსსა და დორტმუნდს სურთ

"იუვენტუსსა" და "დორტმუნდს" ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველის შეძენა სურთ.

გუშინ, 21:43

სატრანსფერო ფანჯარაზე რეალისა და მანჩესტერ სიტის ბრძოლა იწყება

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს შეერკინებიან.

გუშინ, 21:40

სოლსკიაერმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც ბრუნო ფერნანდეში აგონებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა.

გუშინ, 21:37

"ისღა დაგვრჩენია, წამოვდგეთ და ტაში დავუკრათ", - ეიბარი მესიზე

"ეიბარმა" სოციალურ ქსელში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანება გამოხატა.

გუშინ, 20:54

წვეულება მარცხის შემდეგ - პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ფეხბურთელები გააკრიტიკა

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა გუნდის ვარსკვლავების საქციელით უკმაყოფილოა, იტყობინება L'Equipe.

გუშინ, 20:49

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10